fbpx

ვინც არის დამნაშავე უნდა დაისაჯოს, იქნება ეს სააკაშვილი თუ იქნება ეს ბოკერია-ირაკლი ღარიბაშვილი

ყველა თავმოყვარე სახელმწიფო და ერი ასეთ მოღალატეობრივ აქტს და საქციელს დაარქმევს სახელს, მეგობრებო. ჩვენ ნუ გვერიდება და ნუ გვეშინია ამის თქმა და აღიარება. ვინც არის დამნაშავე უნდა დაისაჯოს. იქნება ეს სააკაშვილი თუ იქნება ეს ბოკერია, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, იმის მცდელობები, რომ ეს საქმე კარტოგრაფების საქმემდე „დაქვეითდეს“ მიუთითებს იმაზე, რომ საუბარი ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის ჩადენაზეა.

„ეს არის დავით გარეჯის საქმე და არა კარტოგრაფების საქმე, რომლითაც მანიპულირებენ ჩვენი ოპონენტები და ის ადამიანები, ვინც ეს საზარელი, ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. სავარაუდოდ, ძალიან დიდი თანამდებობის პირების დაკვეთით თუ მონაწილეობით. მათი მცდელობა, მიმართული იმისკენ, რომ ეს საქმე გადაკვალიფიცირდეს თუ დაქვეითდეს, დაკნინდეს როგორც კარტოგრაფების საქმე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს რეალურად, მართლაც, სავარაუდოდ ძალიან მძიმე, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ყველას ერთად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრმა მისივე თქმით, ახლა ეს საქმე სრულად პროკურატურის პრეროგატივაა და მასი სურვილია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია