fbpx

ვივეკ რამასვამი: ვხედავთ, რომ „ვოუქიზმი“, „ტრანსგენდერიზმი“, „კლიმატიზმი“, „კოვიდიზმი“, გლობალიზმი, „ზელენსკიზმი“ თუ სხვა მსგავსი, ეტაპობრივად  ჩნდება და ანაცვლებს რეალურს –  მე ამერიკაში რწმენის აღორძინების დიდი გულშემატკივარი ვარ

რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, ვივეკ რამასვამიმ, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონის მიერ კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ ტურში მიიღო მონაწილეობა, სადაც ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები და რეალური თემების ჩანაცვლება „woke” (ვოუქ) საკითხებით.

მან აღნიშნა, რომ ისეთი თემები, როგორებიცაა „გლობალიზმი“, „ტრანსგენდერიზმი“, „კოვიდიზმი“, „ზელენსკიზმი“ და ა.შ. – ეტაპობრივად ანაცვლებს რეალურ საკითხებს, რაც რწმენის ნაკლებობამ გამოიწვია. შესაბამისად, რამასვამიმ განაცხადა, რომ ის გულშემატკივრობს აშშ-ში რწმენის აღორძინებას.

„ჩვენ დამშეული ვართ მიზეზისა და აზრისთვის, გვინდა ვიყოთ რაღაც უფრო დიდის ნაწილი, ვიდრე თავად ვართ, მაგრამ ვერც კი ვუპასუხებთ რას ნიშნავს იყო ამერიკელი. ბლეზ პასკალმა, ცნობილმა მეცნიერმა, 400 წლის წინ თქვა, რომ თუ შენს გულში ღმერთის ზომის სივრცე გაქვს და ღმერთი არ აგივსებს მას, მის ნაცვლად ამას სხვა გააკეთებს. ვფიქრობთ „ვოუქიზმზე“,”ტრანსგენდერიზმზე”, “კლიმატიზმზე”, “კოვიდიზმზე”, „გლობალიზმზე“ ან “ზელენსკიზმი” – ან ნებისმიერ სხვა მსგავსზე. თქვენ ხედავთ, რომ ეს თემები სერიულად ჩნდება და ისინი ნამდვილი საკითხის შემცვლელები არიან. მე ვარ რწმენის აღორძინების დიდი გულშემატკივარი ამერიკაში და არა ძალით – ამ ქვეყნის ხიბლი ისაა, რომ არ გჭირდებათ, თუ ეს თქვენთვის ბუნებრივი არ არის. მაგრამ ვფიქრობ, თუ რწმენას გავაცოცხლებთ, ჩვენ რეალურად ბევრად უფრო გაერთიანებული ვიქნებით როგორც ქვეყანა.“ –  განაცხადა ვივეკ რამასვამიმ ტაკერ კარლსონთან საუბრისას.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ღმერთი რეალურია, არსებობს ორი სქესი, წიაღისეული საწვავი ადამიანის კეთილდღეობის მოთხოვნაა, საპირისპირო რასიზმიც რასიზმია და ღია საზღვარი არ არის საზღვარი“. რამასვამის თქმით, ნუკლეარული ოჯახი კაცობრიობისთვის ცნობილი მმართველობის უდიდესი ფორმაა.

ვივეკ რამასვამი: ადამიანების უმეტესობას ერთი და იგივე ეროვნული ღირებულებები აქვს – იდეა, რომ ხალხი, რომელსაც ვირჩევთ ხელისუფლების სამართავად, უნდა იყვნენ ისინი, ვინც რეალურად მართავენ მთავრობას და არა რომელიმე არარჩეული ბიუროკრატი

ამერიკელმა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, ვივეკ რამასვამიმ, ტაკერ კარლსონთან საზოგადოების ხელოვნურად დაყოფაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმრავლესობა ემხრობა იდეას, ქვეყანა მართოს იმ ხელისუფლებამ, რომელსაც ხალხი ირჩევს და არა რომელიმე ბიუროკრატმა, რომელიც არავის აურჩევია.

მისივე თქმით,  ეროვნული დაყოფა ის მითია, რომელიც ემსახურება გარკვეული ჯგუფის ინტერესებს.

„ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ადამიანების უმეტესობას ერთი და იგივე ეროვნული ღირებულებები აქვს: იდეა, რომ უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი ან გააკეთოთ რაც გსურთ, ისევე, როგორც თქვენმა მეზობლებმა; იდეა, რომ ის ხალხი, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლების სამართავად, უნდა იყვნენ ისინი, ვინც რეალურად მართავენ მთავრობას და არა რომელიმე არარჩეული ბიუროკრატი, როგორც დაქირავებული, რომელიც მაღლიდან გასცემს განკარგულებებს. ვფიქრობ, რომ ამერიკაში ადამიანების უმეტესობა ეთანხმება ამ საკითხებს, ან სულ მცირე 80% ასეა და 20% ჩემზე ახალგაზრდაა, რომლებსაც არასოდეს უსწავლიათ ეს იდეალები.

ეროვნული დაყოფა სწორედ ეს მითია, ის ემსახურება იმ ხალხის გარკვეულ ინტერესებს, რომლებიც ამ მითს აგრძელებენ, მაგრამ თუ ამას გადავაბიჯებთ, ვფიქრობ, ჩვენ რეალურად ბევრად უფრო გაერთიანებულები ვიქნებით, როგორც ქვეყანა.“ –  განაცხადა ვივეკ რამასვამიმ.

ვივეკ რამასვამი: კამალა ჰარისი მექანიზმის ერთ-ერთი კბილანაა, ჩვენ არ ვუპირისპირდებით კანდიდატს, ვუპირისპირდებით სისტემას – ინდივიდი, ოჯახი, ერი და ღმერთი ამარცხებს რასას, გენდერს, სექსუალობას და კლიმატს

შემთხვევითი არ არის, რომ მიიღეთ ჯო ბაიდენი, შემდეგ კამალა ჰარისი და შემდეგ მათ მიერ დადებული მომდევნო თოჯინა. ბაიდენს აქვს კოგნიტური დეფიციტი, რაც არა შეცდომა, არამედ სახასიათო ნიშანია მათთვის, ვინც მას აკონტროლებს,  –  ამის შესახებ რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, ვივეკ რამასვამიმ ტაკერ კარლსონთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კამალა ჰარისს აქვს პოლიტიკის დეფიციტი, რაც ასევე საჭირო მახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მარიონეტებს მართავენ. გარდა ამისა, რამასვამის განცხადებით, ჰარისი მხოლოდ ერთი კბილანაა მექანიზმში და ისინი არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ მთელ სისტემას უპირისპირდებიან.

„კამალა ჰარისს აქვს სხვა სახის დეფიციტი, მას აქვს პოლიტიკის დეფიციტი, კოგნიტური დეფიციტი – ესეც არის არა შეცდომა, არამედ მახასიათებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად მარიონეტს მართავენ.

„ის [კამალა ჰარისი] უბრალოდ კიდევ ერთი კბილანაა მექანიზმში. ჩვენ არ ვუპირისპირდებით კანდიდატს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით სისტემას და უნდა გავიმარჯვოთ იმ ხერხით, რომ დავივიწყოთ ვინ დააყენეს კანდიდატად. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც კამალა,   არჩევნებამდე პრეზიდენტად აქციონ.  თუ ჩვენ რეალურად მოვიგებთ, მოვიგებთ ჩვენი საკუთარი ხედვის შეთავაზებით, ვინ ვართ და რას ვიცავთ სინამდვილეში? ინდივიდი, ოჯახი, ერი და ღმერთი ამარცხებს რასას, სქესს, სექსუალობას და კლიმატს.“-  აღნიშნა რამასვამიმ.

მან ასევე ისაუბრა არჩევნებში უცხოურ ჩარევებზე და ამ მხრივ რუსეთის როლზე. როგორც რამასვამიმ განაცხადა,  „არჩევნებში უცხოური ჩარევის მცდელობები ხდება მთელ მსოფლიოში და ხდება შეერთებულ შტატებშიც“. თუმცა, მისივე განმარტებით, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავად აშშ ჩაერია, ხოლო, 2020 წელს, ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის სკანდალმა, რომელიც დამალეს, არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა.

„2020 წელს, ისევ შიდა არჩევნებში ჩარევა არის ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის ისტორიის დამალვა.  ეს არ მოხდა რუსული კომპანიების ან რუსეთის მთავრობის მიერ. ეს მოხდა აშშ-ის სოციალური მედიის კომპანიების მიერ, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ის მთავრობაში Deep State აქტორების მითითებით, რომლებმაც სავარაუდოდ, დამალეს ეს [ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის] ამბავი, რომლის ჩახშობამ შეცვალა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი. მაგრამ ისევ თქვეს, რომ ეს იყო რუსული დეზინფორმაცია.“ –  განაცხადა ვივეკ რამასვამიმ.

რობერტ კენედი: ბაიდენმა  უბრძანა „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“, „იუთუბს“ და „ტვიტერს“ დაეწყოთ მისი პოლიტიკური კრიტიკოსების, სამედიცინო ინფორმაციის, უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციისთვის ცენზურის დაწესება

დემოკრატიული პარტია – პარტია, რომელშიც გავიზარდე და სიტყვა „ლიბერალი“, წარმოებულია ტერმინისგან „სიტყვის თავისუფლება“. ასე რომ, როდესაც მე ვიზრდებოდი, ეს იყო ამ პარტიის ცენტრალური ბირთვი. მამაჩემს, ბიძაჩემს, ძალიან უყვარდათ ეს ქვეყანა, უყვარდათ დებატების, საუბრების თავისუფლება. მათ იცოდნენ,  რომ ინფორმაციის თავისუფალი ნაკადი მზის შუქი, ნიადაგი, წყალი იყო დემოკრატიისთვის და ამის გარეშე დემოკრატია დაჭკნებოდა და მოკვდებოდა, –  ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ცნობილი ამერიკული პოლიტიკური ოჯახის შთამომავალმა, რობერტ კენედი უმცროსმა, ტაკერ კარლსონთან ისაუბრა.

მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მას სასამართლოში აქვს დავა, მოსამართლის გადაწყვეტილებაში კი, დეტალურადაა საუბარი თეთრი სახლის ცენზურის შესახებ.

როგორც კენედიმ აღნიშნა, ფიცის დადებიდან 37 საათში, ჯო ბაიდენმა უბრძანა „ფესიბუქს“, „ინსტაგრამს“, „იუთუბს“ და „ტვიტერს“, ცენზურა დაეწესებინათ მის კრიტიკოსებზე, ისევე როგორც მისთვის არასასურველ სამედიცინო ინფორმაციაზე და უკრაინის ომის კრიტიკოსებზე.

“ფიცის დადებიდან 37 საათის შემდეგ, ბაიდენმა გახსნა პორტალი და უბრძანა სოციალური მედიის კომპანიებს: „ფესიბუქს“, „ინსტაგრამს“, „იუთუბს“ და „ტვიტერს“, – დაეწყოთ მისი პოლიტიკური კრიტიკოსებისთვის ცენზურის დაწესება, ასევე სხვა ინფორმაციების, სამედიცინო ინფორმაციის და უკრაინის ომის კრიტიკის ჩათვლით. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისთვისაც ცენზურის დაწესება „ფეისბუქს“ უბრძანეს. „ფეისბუქი“ დაემორჩილა და ჩემი „ინსტაგრამის“ მთელი ანგარიში თითქმის მილიონი გამომწერით წაშალა, მაგრამ მათ ვერ იპოვეს ფაქტობრივი შეცდომა ჩემს ანგარიშზე. ელექტრონული მიმოწერის დროს, ერთ-ერთ მეილში, „ფეისბუქი“ აცხადებს, რომ ფაქტობრივად, არ არის  მცდარი ინფორმაციები და ამიტომ მათ მოუწიათ ახალი სიტყვის მოგონება, რომელიც იყო Malinformation –  ეს არის ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად მტკიცდება, რომელიც ტექნიკურად სწორია, მაგრამ მაინც მოუხერხებელია მთავრობისთვის. ასე რომ, პორტალი, რომელიც მათ გახსნეს ბაიდენის თეთრი სახლში, სამართავად გადასცეს FBI-ს – ასე რომ, გვაქვს ამერიკელი მოქალაქეების ცენზურაში მონაწილე FBI.  ამის შემდეგ FBI-მ ცენზურის პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია CIA, CISA, რომელიც არის ჯგუფი, რომლის შესახებ შესაძლოა არ გსმენიათ, მაგრამ ეს არის ცენზურის ინდუსტრიული კომპლექსის ცენტრი, DHS, IRS, რომელიც არ ვიცი რის ცენზურას ახორციელებდნენ, ასევე NIH, CDC და FDA.“ –  განაცხადა რობერტ კენედიმ.

რობერტ კენედი უმცროსი: დემოკრატები იყვნენ ომის მოწინააღმდეგე, უბრალო ხალხის პარტია, ახლა გახდა ე.წ. „დიფ სტეიტის“ პარტია

მე ვნახე კამალა ყრილობაზე და მან წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ძალიან მებრძოლი და შეუპოვარი იყო. ეს იყო ისეთი გამოსვლა, როგორიც იწერება ნეოკონების და CIA-ს მიერ,  –  ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დემოკრატმა რობერტ კენედი უმცროსმა განაცხადა.

კენედის განმარტებით, თუ ადრე დემოკრატიული პარტია უბრალო ხალხის ინტერესებს წარმოადგენდა, ახლა როლები შეიცვალა და მათ რესპუბლიკელები წარმოადგენენ, ხოლო დემოკრატები ე.წ. „დიფ სთეითის“ ინტერესებს ატარებენ.

„პირველად ისტორიაში, დემოკრატებს გამომსვლელთა შორის CIA-ს ყოფილი დირექტორი,  ლეონ პანეტა და სამხედროები ჰყავდათ, რომლებიც ლაპარაკობდნენ დემოკრატიულ კონვენციაზე.

დემოკრატები იყვნენ ომის საწინააღმდეგო პარტია, ისინი იყვნენ კონსტიტუციური პარტია. ისინი იყვნენ პარტია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა უოლ სტრიტს და წარმოადგენდა ჩვეულებრივ ადამიანებს, პოლიციელებს, მეხანძრეებს და მუშა ხალხს. 2020 წლის არჩევნებში ამ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50%-მა მისცა ხმა დონალდ ტრამპს, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც ხმას აძლევდა ტრამპს, წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის 30%-ს. ხალხის 50%-მა, ვინც ხმა მისცა ჯო ბაიდენს, წარმოადგენდა 70%-ს.

ახლა გაიცვალა როლები, მოხდა ინვერსია, სადაც რესპუბლიკური პარტია გახდა ჩვეულებრივი, მშრომელი ხალხის, საშუალო კლასის პარტია, ხოლო დემოკრატიული პარტია გახდა უოლ სტრიტის, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის, მსხვილი ფარმაცევტული და სოფლის მეურნეობის კორპორაციების, ტექნოლოგიების, დიდი საბანკო სისტემების პარტია – ყოველივე იმის,  რასაც   დონალდ ტრამპი უწოდებს „დიფ სთეითს“ , რაც არის ფინანსური ინტერესების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს სიმდიდრის გაზრდის ინტერესით – ეს არის პირადი ინტერესებისთვის შეთქმულება. მათი ინტერესია ტოტალიტარული კონტროლის დამყარება და ამ ქვეყნის  სანიმუშო დემოკრატიიდან კორპორაციულ კლეპტოკრატიად და მჩაგვრელ ოლიგარქიულ სისტემად გარდაქმნა.“ – აღნიშნა კენედიმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება