ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ქალი რუპორი – სოფო ჯაფარიძე, ტელეკომპანია “პალიტრანიუსში”, გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” საუბრობს პროექტის შესახებ – “ღიმილიანი საქართველო”:
“მაშინ მე ძალიან პატარა ვიყავი. თერაპევტი, პროექტის ერთ-ერთი რიგითი სტომატოლოგი გახლდით და მათდა სამწუხაროდ, ვინც ამ თემაზე ქილიკობს და ჩემდა გასახარად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “ღიმილიან საქართველოში” თერაპიული მომსახურება ყველა პაციენტს სრულად ჩაუტარდა, მე ამაზე შემიძლია გაგცეთ პასუხი. ეს არასწორი პროპაგანდა უნდა დასრულდეს. სწორედ “ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა დროზე ადრე ეს პროგრამა. იმ პაციენტებთან მე დღემდე უახლოესი ურთიერთობა მაქვს და რეგიონებში ჩასვლისას ვხვდები კიდეც. ასე რომ, ამ თემაზე სპეკულირებით ტყუილად იღლიან თავს”.