fbpx

ვერც ერთი პრობაციონერი ვერ მოიხსნის და ჰაერში ვერ ისვრის სამაჯურს ისე, რომ ამას არ მოჰყვეს რეაგირება-თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი-მე მახსოვს, ქალბატონი ნათია მეზვრიშვილი 20 ივნისის მოვლენებს როგორ აფასებდა და როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაინაცვლა, იქიდან სხვანაირად ლაპარაკი მინიმუმ უხერხულია, მაგრამ ეს მისი შეფასებაა, მე ჩემს შეფასებებს ვაკეთებ და როგორც ამ ქვეყნის პარლამენტის ერთი რიგითი დეპუტატი გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში, არც მომავალში საქართველოს პარლამენტზე შტურმი არ იქნება შეწყნარებული, ვერც ერთი პრობაციონერი ვერ მოიხსნის და ჰაერში ვერ ისვრის სამაჯურს ისე, რომ ამას არ მოჰყვეს რეაგირება, რაც არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესახებ სხვადასხვა არასამთავრობო გაორგანიზაციებული გუშინდელი ხელისუფლების პოზიციები. ჩვენ ვართ ხელისუფლებაში დღეს და ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ვაკანონოთ კანონი, ამას ყველა უნდა შეეგუოს, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება