fbpx

ვენეციის კომისიის ვებგვერდზე უკრაინის მიერ გაგზავნილი კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ხელმისაწვდომია

უკრაინის მიერ გაგზავნილი კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომლის უკან გაწვევაზეც საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საუბრობდა, ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება