fbpx

 ვემზადებით, რომ ომი კიდევ რამდენიმე თვეს, ან უფრო დიდხანს გაგრძელდება

ევროკავშირი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დააჩქარებს, რათა ქვეყანას რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაში მხარი დაუჭიროს, -ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით – ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, რომელშიც ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ“, – აღნიშნა ბრეტონმა.

მისი თქმით, ევროკავშირი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, უკრაინას მილიონ ერთეულ მსხვილკალიბრიან იარაღს მიაწვდის.

„ვემზადებით იმისთვის, რომ ომი კიდევ რამდენიმე თვეს, ან კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება“, – დასძინა ევროკომისარმა.

შეგახსენებთ, უკრაინა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, კონტრშეტევას აწარმოებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება