fbpx

ვასილ ჩიგოგიძემ შვიდჯერ დამირეკა, მიმტკიცებდა პულტს ხელს არ მივაჭერო-ნიკა მელია

ნიკა მელია-

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ შვიდჯერ დამირეკა. მიმტკიცებდა პულტს ხელს არ მივაჭერო, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ მაინც წავიდა.

დღეს ისე მისცა ხმა, მგონი ის ღილაკი ჩაამტვრია…ბატონი ჩიგოგიძე მე გავიცანი სასამართლოში, ორივე ვიყავით ბრალდებული ქართუ ბანკის საქმეზე.გუშინ მეუბნებოდა ღილაკს ხელს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო.ეს ადამიანი გურიაში კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან, შემდეგ სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა, გავიხედე და დაჯდა და წარადგინეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად. ამ არჩევნებზე შეთანხმებული იყო ყველაფერი. მე ვიყავი მოლაპარაკებაზე მასთან, მე გავუწიე პარტიაში რეკომენდაცია, დაიწყო საარჩევნო კამპანია, დრუზა თავი და წავიდა „ქართულ ოცნებაში“. ამ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო? გუშინ მეუბნება, მე თითს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ვიფიქრე, ეს ადამიანი შეიძლება გააკეთებს ამას და ვაპირებდი კიდეც საჯაროდ იმის თქმას, რიომ ყოჩაღ ვასილ ჩიგოგიძეს, რომ თითი არ მიაჭირათქო, მაგრამ კი ვნახეთ, რა გააკეთა. მორჩილებაცაა და მორჩილებაც, მონობაცაა და მონობაც

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია