fbpx

ვარლამ იცით რატომ არ მიგიღოთ თბილისმა?!-ედუარდ ჯიშკარიანი ომის ვეტერანი

ომის ვეტერანი ედუარდ ჯიშკარიანი-

ეს ვარლამისტები, ნელნელა გაცილებით სახიფათო მესიჯებს ტოვებენ საზოგადოების გარკვეულ წრეებში, რამაც გაცილებით სახიფათო და შორეულ პერსპექტივაში ჩადებული ნაღმის ეფექტი შეიძლება შეასრულოს. რას ნიშნავს ვარლამისტების მიერ სოციალურ ქსელში მასიურად გავრცელებული მესიჯები:- ბოდიში თბილისელებო შეგაწუხეთ!- თბილისმა არ მიგვიღო!- თბილისელებმა დისკომფორტი ვერ აიტანეს!- ჩვენ უკან არ დავიხევთ!- თბილისელებს ამას არასდროს ვაპატიებ!- თბილისს ძინავს როცა დანარჩენ რეგიონები იტანჯება!- ჩვენ ეხლა წავალთ რომ დავბრუნდეთ!და რაღაც მსგავსი მესიჯბოქსები.ამ სეპარატიზმის ნარევ ტონალობაში, ხომ არ გძმარავთ?!))რას ნიშნავს „თბილისელები“?

რაიმე დამაკნინებელ ფორმაში ცდილობთ მის ან მისგან საკუთარ სეპარატიაციას?მე არასდროს ვყოფილვარ თბილისელი და არც არასდროს ვისურვებ ვიყო, რადგან ჩემი ხონური წარმომავლობა უფრო მხიბლავს და მეამაყება, მაგრამ აჟამად ეს ის ქალაქია, რომელმაც მიმიღო და გულში ჩამიკრა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს და შვილები მეზრდება. და თუ არ მიგიღოთ, იქნებ პასუხი საკუთარ თავში გეძებნათ?!რატომ მოხდა ისე, რომ თბილისში ჩამოსვლამდე იგივე თბილისში გაცილებით მაღალი რეიტინგი გქონდათ, ვიდრე წასვლის შემდეგ დატოვეთ?!გინდა ვარლამ გითხრა რატომ?!ალბათ იმიტომ, რომ:როგორც კი თბილისში შემოხვედით, პირველი რაც დაანონსეთ, ეს იყო ქალაქის პარალიზება.

ამ მრავალ სამოქალაქო ომის, რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალების მნახველი ქალაქის მოსახლეობისთვის უცხო არ არის პარალიზებული ქალაქში ცხოვრების მგომარეობა, მაგრამ ამ განცხადებამ თავისთავად გამოიწვია პანიკა და მისი ნიშნები, რადგან ხალხმა ზუსტად არ იცოდა რამდენად კრიტიკული რაოდენობის ძალასთან ქონდა საქმე. შემდეგ ხალხის სიმცირემ გაგაღიზიანათ თუ ასე გქონდათ ჩაფიქრებული არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ, რაც კარვების გაშალით რესპუბლიკის მოედანზე, კიდევ უფრო შეამცირა თვენი გულშემატკივართა რაოდენობა, რადგან ეს “ფილმი“ ეხლაც გადის პარლამენტის წინ და ყველას ყელში აქვს ამოსული ის მიყრალე რასაც ქალაქის შუაგულში „კარვების ქალაქი“ ქვია.თქვენმა ერთერთმა ლიდერმა ქალბატონმა, ჯვარი მოიხსნა, რომ სხვა რელიგიური რწმენის ადამიანებისთვის შეურაწყოფა არ მიეყენებია. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ როცა რიონის ხეობაში ხის ჯვრებს აღმართავთ იმ ადგილებში სადაც მშენებლობა მიდის და უეჭველი იცი, რომ ამოთხრის კომპანიის რომელიმე თანამშრომელი?!

ამით რა გამოდის, შეგნებული პროვოკაცია კრიტიკული მუხტის მისაღწევად, ჯვარს საკუთარი მიზნების და ხალხის აჟიტირებისთვის იყენებ?მაგრამ პირადად ჩემთვის, გაღიზიანების კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეთ, რომ აღლუმს არ დასწრებოდნენ და თქვენ მიტინგს შეერთებოდნენ.ჩვენს ჯარისკაცებზე მეტი გგონია თავი? რომ შენ უნდა გიყუროს საქართველოს მოსახლეობამ და არა ჩვენ ჯარისკაცებს?იცი, მე 20 წელი ვიმსახურე შეიარაღებულ ძალებში, ამ პერიოდში სხვადასხვა წლებში და საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, ექვსი ჭრილობა მივიღე, აქედან ორი მძიმე, ერთი კი იმდენად მძიმე, რომ ჩემი თანამებრძოლები გასვენებაშიც კი ჩამოვიდნენ ჩემთან ოჯახში.ამ ოცი წლის მანძილზე,სხვადასხვა წლებში და ლოკაციაზე ვხელმძღვანელობდი ოთხ საბრძოლო ბატალიონს(აკადემიის ოფიცერთა მომზადების კურს არ ვათვლი), ეს კი რიცხობრივად 250-340 ჯარისკაცამდე მერყეობს, გააჩნია საშტატო და საორგანიზაციო სტრუქტურას.

რატომ ავღწერ ამ ყველაფერს ასე დეტალურად?! იმიტომ, რომ მიუხედავად ამდენი წლებისა როდესაც მწყობრის წინ მიწევდა გასვლა ყოველთვის ვღელავდი, ვერც თავაწეული ვდგებოდი ჯარისკაცების წინაშე, ვერ უყურებდი მათ პირდაპირ თვალებში და მითუმეტეს ზემოდან, რადგან ვიცოდი, ჩემს წინ იდგნენ ადამიანები რომლებსაც ყოველივე ყოყმანის გარეშე შეეძლოთ იმ დღესვე დაღუპულიყვნენ სამშობლოსთვის, თან ნებაყოფლობით, მიზანდასახულად, და ხვალ უკვე მათი აცრემლებული ოჯახების წინაშ მომწეოდა დგომა.აქვე დავამატებ:ეხლა იქ, აი ამ წუთას, სამხედრო აღლუმზე, ერთი ჩემი მეგობარი ოფიცერი დგას(გვარს არ დავასახელებ, მეგობრების პიარში რომ არ ჩამეთვალოს), რომელიც ქართულ დროშას მაისურის გარედან იხვევდა ხოლმე ბრძოლების წინ – რომ დავიღუპო, იქნებ ჩემი ქართულ დროშაში გამხვევიც არავინ გადარჩესო, ასე უფრო მშვიდად ვიქნებიო.ძნელია ხომ გაიგოთ ესეთი რამ? იცი რატომ?! თქვენთვის ქართული დროშა და მისი ტარი საბრძოლო იარაღად გამოყენების ხელსაწყოა მოქალაქის კბილების ჩასამტვრევად და მიტომ.შენ კიდე მეუბნები ჯარისკაცებთან არა, ჩემთან მოდით, აქ არის თავისუფლებაო?!

შენ ეხლა იმ ასაკში ხარ, სამშობლო რომ რეალურად გადარდებდეს, მაგ კიკინებს უნდა იპარსავდე და პირიქით იხვეწებოდე იმ ჯარისკაცებთან – მწობრში ჩამაყენრეთ თქვენს გვერდითო.მაგრამ არამგონი გაიგო, ადამიანი რომელიც სავალდებულო სამსახურს გირჩის მოწმობით ან მღვდელი მამიკოს დახმარებით ეკლესიაში მედავითნედ გაფორმებით თავს არიდებს, ის ასეთ საკითხებს ვერასდროს ჩაწვდება.თუმცა რა ზნეობრივ მაქსიმუმებზეა საუბარი, როცა იმასაც ვერ ხვდებით თუ როგორ აღვივებთ ძლივს მიძინებულ სეპარატიზმს და როგორ ააქტიურებთ წლების წინ ერთ კაბინეტში დაწერილ სცენარებს ;საქართველოს დანაწევრიანები; შესახებ.

სწორედ მაგიტომ მიიღეთ უკურეაქცია ქართული საზოგადოებიდან და აღმოჩნდით იქ, სადაც უნდა აღმოჩნდეს თითეული პირი თუ ჯგუფი ვინც კი სახელმწიფო ერთიანობის რღვევას შეეცდება.აი ეს არის პირადად ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქის აზრი, თუ რატომ ჩამოხვედი რეიტინგით და რატომ წახვედი გაკოტრებულნი.პ.ს. ხო მართლა, თქვენი წასვლის მერე რაც დიდი ალბათობით თქვენი ძალისხმევით გაიზრდება, ეს დაიმფიცირებული ხალხის რაოდენობაა!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება