fbpx



ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N4-5 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე განახლდება.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარე და ბალახი.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

“ვაჟა-ფშაველას კიდევ ერთი კომფორტული და გამწვანებული სივრცე შეემატება, რაც სასიხარულოა ჩვენთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ეს სკვერი გამზირის ცენტრალურ ზოლშია, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მუდმივად იქნება შევსებული ხალხით, არამარტო აქ მდებარე კორპუსებიდან, არამედ სხვა მისამართებიდან”, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

აღნიშნული დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 300 000-მდე ლარს შეადგენს.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია