“კანონის და სამართლის” ლიდერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი “ქრინიკა +”-ის რედაქტორს ელისო კილაძეს საჯაროდ უპირისპირდება და მას ე.წ ქოლცენტრების საქმის თანამონაწილედ და კილაძეს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ბინძური საქმეების შემსრულებლად ასახელებს.
“-ყველა სტრიქონი, რასაც “ბინძური “ქალი ნახევარმილიონიან “ჯავშნოსან”- ბრონირებულ, “მეგობრისგან ნაჩუქარ ჯიპზე” ამხედრებული წერს ,არის ნიკანორ მელიას დაკვეთა, მისი “დაკარგული საოცნებო თავმჯდომარეობის” დაკარგვის და ე.კილაძის ქოლცენტრების სქემაში ჩართულობის გამო, გადაფარვის მიზნით , ვერ და არ გადაიფარება!
ამჯერად სხვა ლითონის “ჩამოსხმასთან გაქვთ საქმე ძნელად რომ დნება. ყველა ბინძურ მოქმედებას ნიკანორის და მისი “ბოტების” , საპასუხოდ უმწვავესი მოქმედება მოჰყვება.
კვირაიას გამომძიებელი ( მისი ხელდასმული) ნიკა მელია 1998- შოთა კვირაიას კადრი 2002-ვარდების რევოლუციამდე და შემდეგ უკვე ადეიშვილის აღსრულების ბიუროს უფროსი ( მდაბიო “მილიციის” აგენტით ე.კილაძით) თითოეულ პროვოკაციაზე -სიტყვაზე უმკაცრეს პასუხს მიიღებენ კანონით და სამართლით .
ბოლომდე ვიცი ჩაყოლა რა ვქნა, არც ერთი ნაბიჯი უკან! მთელი ამ ჭუჭყის ,პროცესის დაყოფის ,სიბინძურის ტალახის ავტორი ნიკა მელიაა! რადგან არ ჩერდება ეს 90-იანების “ოპერგამომძიებელი” კიდევ უფრო ზუსტ ფაქტებს მოგართმევთ !ბატონებო შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მოპასუხე ვარ რადგან არ დაასრულეს, არ ჩერდებიან ავიწროვებენ ადამიანებს უხტებიან კედლებზე, მესინჯერშიც, ლანძღავენ ტალახს ასხამენ , ფსიქოლოგიურად ძალადოვენ , ამიტომ ვპასუხობთ,მხოლოდ პასუხია!! მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემს გვერდით მყოფი გულშემატკივრები ადამიანები ტალახისგან და ეს ასე იქნება. წერს თაკო ჩარკვიანი.