ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ტვ ,,პირველზე ,გასულ სიუჟეტს პასუხობს-პირველ რიგში მადლობა ინგა გრიგოლია იმისთვის, რომ შენი ტელევიზიის და პირადად შენი დამსახურებით ჩემი ცნობადობა ბევრად გაიზარდა, მაგრამ არასოდეს მე პირადად არ მითხოვია თქვენთვის, რომ ტელევიზიაში მოგეწვიეთ. შეგიძლია მითხრა ერთი ფაქტი მაინც, რომ ვინმემ შენ გთხოვა ჩემზე მიიწვიეო ან მე პირადად მეთხოვოს თქვენთვის?
გუშინ მაგალითად საავადმყოფოდან წამოვედი (მამამ ოპერაცია გაიკეთა) რათა თქვენი თხოვნა შემესრულებინა და უძინარი და გამოფიტული დებატში ვყოფილიყავი. დამეფიცება, ცხოვრებაში ფული არ ამიღია პარტია ქართული ოცნებიდან, ეგ კი არა ისიც დამეფიცება რომ ორჯერ ვარ სულ პარტიის შენობასთან ნამყოფი და ორივეჯერ არა პარტიულ თემაზე, მხოლოდ ველოდებოდი მეგობარს. ყოველთვის რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ იყო გულით, ყველა ეთერში მივდიოდი და ვსაუბრობდი იმას, რაც გულში მქონდა. მელაძის მიზანი ვიცი რაც არის, ივანიშვილს ყველა იცავს ფულის სანაცვლოდ, სააკაშვილს კი – სიყვარულით. მიხაროდა თქვენთან მოსვლა, ყოველთვის კარგი საუბრები იყო, მაგრამ რაც დღეს გააკეთეთ ეს არის ცილისწამება, ზღაპარი და ადამიანის დაცინვა. მე არ დამიმსახურებია ასეთი რამ, მითუმეტეს, თქვენგან. ამიტომ, ტვ პირველთან არ ვაპირებ ვითანამშრომლო, არანაირი კომენტარი, არანაირი დებატი, არანაირი განხილვა თემების, უბრალოდ გემშვიდობებით და მაქვს იმედი, რომ ცილისწამებისათვის არხი მოიხდის ბოდიშს, რომელიც იქნება ღირსეული საქციელი!!!
გისურვებთ წინ სვლას, რომელსაც დღეიდან ვეღარ ვხედავ და მხოლოდ გვარამიას დესანტი აღიქმება თქვენში. პს: თუ აკეთებთ სიუჟეტს იმაზე, რომ მე ფულს ვიღებ გარე სპიკერობაზე, ყველაზე ხშირად თქვენთან ვარ და ლოგიკურად თქვენც უნდა იღებდეთ ფულს ჩემს დაძახებაში აბა თუ მაინც თქვენი ინიციატივით მპატიჟებთ და ჩემი შინაგანი განწყობაც არის ის, რაც ყოველთვის იყო, რაღაში მიხდიან? დიდი წერტილი!!!