fbpx

ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით პირველ განცხადება გააკეთა და ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას უპასუხა.

პრემიერის პირველი კომენტარი

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია და ეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის. სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი. ეს დასაგმობია ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას“

„დაზარალებული ვართ ჩვენ, პირადად მე“

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ იგი თავად არის დაზარალებული, რადგან მისი უკანონოდ მიყურადება მოხდა. 

„დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როცა არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად, ვინაიდან პირველი კითხვა რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ, მე როგორც საჯარო სექტორში მომუშავეს, რატომ უსმენდნენ 15 წლის ბერა ივანიშვილს. არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ ჩვენი მხრიდან, არც ბიძინა ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში ჩართული. აქედან გამომდინარე, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს, ჩვენ ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია ჩვენი საუბრების“

რატომ ახსენა პრემიერმა ბერასთან საუბრისას მინისტრები 

„რა თქმა უნდა მე არ მსურს, რომ მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მე მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება.

ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების, პირველი ის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენის მსხვერპლი და ასე ვთქვათ ყველას უსმენდნენ, მე-2 ის, რომ თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია, საუბარი იყო მაგალითად იმაზე, რომ თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩვენთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ.

მე მინდა მოსახლეობისთვის განმარტება გავაკეთო, მე 8 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს ვხელმძღვანელობდი, ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ ბატონ ბიძინას $3 მილიარდი აქვს დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია მე მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან, მე მქონდა არა ერთი შეხვედრა ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო და ჩვენ ვმუშაობდით ამ პროექტებზე, ასევე განათლების მინისტრთან მქონდა შეხვედრა, თბილისის მერთან, ასევე ეკონომიკის მინისტრთან, მინდა ასევე ვთქვა, რომ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან არა ერთ პროექტზე მქონდა მოლაპარაკებები და ასე ვთქვათ მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა, ასევე პრეზიდენტის დედა ჩემი ხშირი სტუმარი იყო“

„ტვ პირველის“ საქმე

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდი.

არანაირი შეჭრა არ იგეგმება და მე მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენ ვართ 2021 წელში, ეს არ არის 2007 წელი, როცა მოხდა „იმედის“ დარბევა.

ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს“,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება