fbpx

ერთ-ერთი ბიზნესმენი “ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება” – შსს-მ 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 13 პირი დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში და მხარდაჭერაში ედებათ.

დაკავებულები სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპიუტერული ტექნიკა, ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია 16 000 დოლარი და 3 ძვირადღირებული მანქანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 223-ე პრიმა, 126-ე, 223-მე-3 პრიმა და 223- მე-4 პრიმა მუხლებით მიმდინარეობ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება