არასამთავრობო სექტორმა კანონპროექტს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი ასლი იყო, ერთი ხელის მოსმით რუსული კანონი დაარქვა, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტარმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
მან განმარტა, თუ რატომ მოხდა ენჯეოებისთვის მიუღებელი FARA-ს ამერიკული კანონის რუსულად მოხსენიება.
„გარედან, ასე ვთქვათ, ზვავის სახით აგორდა, თითქოს ეს კანონი რუსული იყო და თან იქვე შეეშინდათ, რომ არ გამჟღავნებულიყო, რადგან სულ 4-გვერდიანია კანონი იყო. წამკითხველი იქვე აღმოაჩენდა, რომ მასში არაფერი იყო რუსული. სწორედ ამიტომ იგი მოინათლა და იყო მცდელობა რუსულად მოენათლათ. საზოგადოებას აუკრძალეს ამ კანონის წაკითხვა და იგი წაუკითხავად გააპროტესტებინეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.