fbpx

 ელისაშვილი: BBC-მ თქვა, რომ კეზერაშვილი დაკავებულია მამაძაღლობით და ევროპელი პენსიონერების ძარცვით – მორჩა და გათავდა

BBC-იმ გააკეთა დოკუმენტური ფილმი, სადაც თქვა, რომ კეზერაშვილი დაკავებულია მამაძაღლობით და ევროპელი პენსიონერების ძარცვით – მორჩა და გათავდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„რა საჭიროა ახლა ის, ქართული არასამთავრობოები რას იტყვიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კეზერაშვილზე, რომელიც მანამდე მიმაჩნდა გათახსირებულ კაცად, იმის გამო, რომ ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, ახლა გვითხრეს, რომ მსოფლიო მასშტაბით გათახსირებული კაცია. მორჩა და გათავდა“, – აცხადებს ელისაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება