fbpx



ელექტრო ავტომობილების ქარხნის მშენებლობა არ გიხარიათ, ტექსტილის ქარხნის მშენებლობა არ გიხარიათ-ედუარდ ჯიშკარიანი

ვეტერანი ედუარდ ჯიშკარიანი-

დღეს სხვადასხვა გვერდზე წაკითხული კომენტარებმა თავიდან გამაღიზიანა, შემდეგ კი დამაფიქრა. ყველასთვის პასუხის გაცემა შემეზარა და ბარემ აქვე ერთიანად უპასუხებ:

ქუთაისში ელექტრო ავტომობილების ქარხნის მშენებლობა არ გიხარიათ;
ქუთაისში საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენენება არ გიხარიათ;
რუსთავში ტექსტილის ქარხანის მშენებლობის დაწყება არ გიხარიათ;
ჩინეთიდან რამდენიმე ბრენდული ქარხნის საქართველოში გადმოტანა არ გიხარიათ;
ურეკში მსოფლიო დონის „Black Sea Arena“-ს გახსნა არ გიხარიათ;
აბასთუმნის რეაბილიტაცია არ გიხარიათ;
წყალტუბოს რეაბილიტაცია არ გიხარიათ;
დენდროლოგიური პარკის, რომელიც მსოფლიო საუკეთესო სამეულში შედის, გახსნა არ გიხარიათ;
თბილისიში მრავალი რეკრეაციული ზონების გახსნა არ გიხარიათ;
ეპიდემიის მსოფლიოსთვის სამაგალითო დამარცხება არ გიხარიათ;

არაფერს ვამბობ ათასობით კილომეტრი ბეტონ-ასფალტის საფარზე ქალაქებში, სოფლის ჩიხებში თუ ავტობანის ესკატებზე და გვირაბებზე, არც 600-მდე მცირე საწარმოს გახსნა და სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებზე.

რასაც გიყურებთ და გხედავთ, ეს არის რომ ნეგატივი და უბედურება გიხარიათ!

ხოდა ვისაც რა უხარია იმის და მიხედვით გისურვებთ მრავალ სიხარულს, ოღონდ პირად ცხოვრებაში.

P.S. ხო მართლა, აუქციონზე ჯინაზე ნაყიდი მწვანე კონცხზე არსებული 300 წლოვანი ზეთის ხილისთვის, რომელიც დღეს ამაყად უნდა იდგეს დენდროლოგიურ პარკში, სიბერის გამწარებისთვის ცალკე მოგეკითხებათ

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია