fbpx

ელექტროენერგეტიკის ბაზარზე რეფორმის მიმდინარეობის შესახებ სემეკი კონფერენციას გამართავს

ელექტროენერგეტიკის ბაზარზე რეფორმის მიმდინარეობის შესახებ სემეკი კონფერენციას გამართავს

15 ივნისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) გამართავს კონფერენციას თემაზე  – „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა, შედეგები და გამოწვევები“. კონფერენციას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები.    

კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება საკითხები ელექტროენერგიის როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზართან დაკავშირებით.

კონფერენცია გაიმართება სასტუმრო „Rooms Hotels Tbilisi“-ს საკონფერენციო დარბაზში „Garden Hall“.

მისამართი: კოსტავას ქ.N14, 01080, თბილისი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება