fbpx

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ორაზროვანი პასუხები სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

„CBS-თან ინტერვიუ არის კიდევ ერთი აშკარა დასტური იმისა, თუ რატომ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოზიციას წარმოადგენდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულად მავნებლობს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

„სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული მესიჯები საქართველოს მიერ გამოცხადებულ და რეალობაში განხორციელებულ კურსთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია. სალომე ზურაბიშვილის ორაზროვანი პასუხები სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ცილისწამებაც კი, ჩვენი პრემიერის მიმართ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება