fbpx

ეკა სეფაშვილი: ოპოზიციის მხრიდან არეულობის შემოტანის მცდელობები იმას ემსახურება, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ძალა, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ მოთხოვნას უსიტყვოდ დაემორჩილება და იმ წამს ჩართავს ქვეყანას ომში, რა წამსაც ეს დამკვეთების ინტერესებში იქნება

„ომის საფრთხე საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ორი წლის წინ უფრო დიდი იყო, ახლა კი შემცირებულია, თუმცა, სრულად არ გამქრალა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა სიფრთხილე უნდა შეინარჩუნონ, რადგან რადიკალური ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის შემოტანას კვლავ შეეცდება.

„უკრაინის მდგომარეობას ყველა ხედავს. ხედავენ, როგორ ყოყმანობს დასავლეთი და ბჭობენ, თუ რა სახის დახმარება გამოუყონ უკრაინას, რომელიც ცოცხალი ძალის მობილიზაციას აცხადებს. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რაც უკრაინელი ხალხის თავს ხდება. დანგრეულ შენობებსა და ინფრასტრუქტურას აღადგენენ, მაგრამ საუბარია ადამიანების სიცოცხლის მოსპობაზე. ცოცხალი ძალის დეფიციტს განიცდიან, ანუ ადამიანები იღუპებიან – ახალგაზრდები, ბავშვები, მოხუცები, ქალები… ეს არის ყველაზე დიდი საშინელება. ეს საფრთხე საქართველოსთვის შენელებულია, მაგრამ არა – სრულიად გამქრალი. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ოპოზიციის მხრიდან არეულობის შემოტანისა და ხელისუფლების ძალისმიერი გადატრიალების ნებისმიერი მცდელობა სწორედ ამას ემსახურება, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ის ძალა, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ მოთხოვნას უსიტყვოდ და უპირობოდ დაემორჩილება და იმ წამს ჩართავს ქვეყანას ომში, რა წამსაც ეს დამკვეთების ინტერესებში იქნება. სწორედ ამიტომ უნდა იყოს საზოგადოება ფრთხილად და სწორედ ამიტომ ვიქნებით ჩასაფრებული ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს დაემუქრება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება