fbpx

ეკა სეფაშვილი: თემა, რის გამოც ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, თითიდან გამოწოვილია – ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც, როგორც ჩანს საქმე გამოელია, მორიგი, ახალი სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა

„ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის კორუმპირებულობის ბრალდებით აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ ოპოზიციის ნაწილისგან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე რადიო „ფორტუნასთან“ ისაუბრა, რომელიც მიზნად ამ მოსამართლეებისთვის კორუმპირებულობის დამტკიცებას ისახავს.

ეკა სეფაშვილის თქმით, დასტურდება, რომ აშშ-ის ელჩს არ შეუძლია არგუმენტების წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის გაერთიანებულ ჯგუფს თავისუფლად შეეძლო ელჩთან აუდიენცია მოეთხოვა და პირისპირ საუბრისას ეკითხა, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება.

„თემა, რის გამოც ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ფიქრობს, თითიდან გამოწოვილია. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც, როგორც ჩანს საქმე გამოელია და არ იცის, რა გააფუჭოს ქვეყანაში, მორიგი, ახალი სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა, რათა საზოგადოებას დაანახოს, როგორ გულმხურვალედ და მუხლჩაუხრელად შრომობს. სინამდვილეში, ეს მათი მორიგი მცდელობაა, რომ შექმნან ილუზია, თითქოს საქართველოს კეთილდღეობა აინტერესებთ.

ვუსმენდი გამომსვლელებს და ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა თეონა აქუბარდიამ საშინელი რამ თქვა – ჩვენ ამ კომისიით უნდა შევქმნათ მტკიცებულებები, რათა დავადასტუროთ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება რომ სწორი იყოო. ეს გაუგონარი მესიჯია – ანუ, ოპოზიცია იმისთვის იღვწის, რომ რადგან უცხოეთმა, ამ შემთხვევაში ამერიკამ თქვა, სანქციები უნდა დავუწესოთო, სასწრაფოდ უნდა დაირაზმოს მთელი პარლამენტი და მტკიცებულებები შექმნას. იმიტომ, რომ რეალურადაც დასტურდება – ქალბატონ აშშ-ის ელჩს არ შეუძლია არგუმენტების წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის გაერთიანებულ ჯგუფს თავისუფლად შეეძლო ელჩთან აუდიენცია მოეთხოვა და პირისპირ საუბრისას ეკითხა, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ქალბატონი ელჩი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე იქნა მიღებულიო. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი გარემოებაა იმისთვის, რომ კომისიის შექმნა, აბსოლუტურად, საფუძველს მოკლებულია, რადგან თუ ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა სანქციების გაცემის გადაწყვეტილება, დასხდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მოიძიონ ეს ღია წყაროებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დადონ დასკვნა. თუ არ აკმაყოფილებთ ეს, ან კომპეტენცია არ ჰყოფნით ამის გაკეთებისთვის, საქართველოს პარლამენტს აქვს ძალიან კარგი ინსტრუმენტი – თემატური მოკვლევა, რის ფარგლებშიც ამა თუ იმ საკითხის სიღრმისეული კვლევა მიმდინარეობს ხოლმე. შეუძლიათ ეს ინსტრუმენტიც გამოიყენონ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება