fbpx

ეკა სეფაშვილი: ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულებას შეეხება, ცალსახად პოზიტიურია

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულებას შეეხება, ცალსახად პოზიტიურია, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მანიპულაციური განცხადებაა ის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია, რადგან მონაცემები შედარებულია 2021 წელთან, როდესაც კოვიდის გამო მიმოსვლა შეზღუდული იყო.

„ის ფაქტი, რომ ევროკომისიის ანგარიშში მითითებულია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი არის გაზრდილი, ეს მანიპულაციური განცხადებაა, რადგან მონაცემები შედარებულია 2021 წელთან, როდესაც კოვიდის გამო მიმოსვლა შეზღუდული იყო“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება