ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტები იზრდება

საქართველოში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 438,414 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +3.8%-ია.გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ შემდეგი ქვეყნები: გერმანია – 78,644 საერთაშორისო ვიზიტი, 2023 წელთან ზრდა +14.3%; გაერთიანებული სამეფო – 32,372 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +5.3%; საფრანგეთი – 28,302 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +20.2%; საბერძნეთი – 27,557 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +21.3%; იტალია -19,895 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +24.6%; ნიდერლანდები – 18,759 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +26.7%; ესპანეთი 14,735 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +13.8%.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება