fbpx

ედიშერ გვენეტაძე: სალომე სამადაშვილი სამარცხვინო არსება, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას იცვლის პარტიებს და თავად ისეთ პარტიებში ყოფილა, რომლის თავმჯდომარე იყო კგბ და ფსბ ნომრიანი გრიგოლ ვაშაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, “ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ სირცხვილია, შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობა, ხოლო გურამ მაჭარაშვილს ურჩია, “ცოტა მეტი იკითხოს, ევროპულ პრესას მაინც გაეცნოს, რომელიც მის მშობლიურ, რუსულ ენაზე ითარგმნება”.

როგორც გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, სამადაშვილი ხშირად იცვლის პარტიებს, ხოლო მისი თანაპარტიელები, რუსი ბიზნესმენები, კგბ-ს და ფსბ-ს აგენტები იყვნენ.

“ეს სალომე სამადაშვილი სამარცხვინო არსება, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას იცვლის პარტიებს და თავად ისეთ პარტიებში ყოფილა, რომლის თავმჯდომარე იყო კგბ და ფსბ-ნომრიანი გრიგოლ ვაშაძე!
იმ პარტიული სიით გავიდა, სადაც იყვნენ და არიან: “თბილისოს” რუსულ ენაზე მომღერალი და კგბ-ს ორდენოსანი, რუსის მეზარბაზნე, რუსი ბიზნესმენი… ი პროჩე, ი პროჩე!
ამჟამად მისი პოლიტდაქალია რუსის ბიუჯეტით პირდაპირ კრემლიდან დაფინანსებული ლიაკა ხოშტარია!
და ეს რუსის “შაკალებში ბოლომდე გაშაკალებული” კიდევ ვინმეზე რამის დაბრალებას ბედავს?!
ახლა კი კრემლის ლაბირინთებში გამოწრთვნილი “კომსომოლას” ხაზარაძის პოლიტბანდობის წევრობით იწონებს თავს!
ნათქვამია: “ჩემი შენ გითხარი გული მოგიკალიო”!
ჭეშმარიტად
ჭეშმარიტებაა სამადაშვილო, ჭეშმარიტება!” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება