ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება
გვენეტაძის განცხადებით, ზურაბიშვილმა იცის, განკარგულებაზე ხელი რომ არ მოეწერა, რა დღეში აღმოჩნდებოდა.
“ნახეთ! შიშისაგან სული როგორ ძვრება ამ უსამშობლო სულიერ არსებას!
იცის ხელი რომ არ მოეწერა რა დღეში აღმოჩნდებოდა ეს აგენტოკრატია-მეხუთე კოლონის ტიპური წარმომადგენელი!
რომელსაც უბრალოდ არ გააჩნია ელემენტარული რამ, რასაც თავმოყვარეობა ჰქვია!
და უაღრესად სასოწარკვეთილია ისეთი უმძიმესი ცოდვის გამო, როგორიცაა უმადურობა!” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.