fbpx

დღეს უბრალოდ მსოფლიოს უბნელესი ძალები ახდენენ მის მოდერნიზაციას-მეტი არაფერი!

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე 2012 წლის 1 ოქტომბერის მნიშვნელობაზე და მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ამ ორმა დღემ მოაზროვნე და პატრიოტ საქართველოს მოქალაქეს მკაფიოდ დაანახა:

  1. რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი. საქართველო, საქართველო აღარ იქნებოდა. აქ საბოლოოდ გამეფდებოდა ლიბერალური ფაშიზმი.
  2. ადამიანების ხოცვა-ჟლეტა უმაღლეს მწვერვალზე იქნებოდა აყვანილი და ამას გამოლიბერასტებულ-გამოფაშისტებული საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობა ტაშის კვრით და შეძახილებით: “მეტი და მეტი შეხვდებოდა”.
  3. აბსოლუტურად წაშლილი იქნებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ყველა ელემენტები და ქვეყანა მოფენილი იქნებოდა კოლექტიური ლომჯარიებით და კოლექტიური გიორგი ბურჯანაძეებით ანუ უცხოელთა წინაშე ასკინკილათი, ცალფეხზე მოხტუნავე სახელმწიფო მოხელეებიით;

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა:

ქვეყანაში საქმე მაინც უმძიმესად გვაქვს.

  1. ვინაიდან მსოფლიოს უბნელესმა ძალებმა შეძლეს და აქ ჩამოაყალიბეს იდეოლოგიურად გამოთაყვანებულთა ის ფენა(განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნაწილი მყავს მხედველობაში. აი საშუალო და ხნიერი ასაკი საერთოდ არაა საინტერსო), რომელიც კაცის კვლას ტაშს უკრავს იდეოლოგიური გამოშტერებიდან გამომდინარე:
  2. შეძლეს განათლების სისტემის ხელში ჩაგდება და აქედან გამომდინარე 30 წელია გამოჰყავთ ადამიანის ახალი ჰიბრიდული ჯიში, რომლისთვისაც უცხოა ეროვნული, ტრადიციული, რელიგიური:
  3. ეს გამოყვანილი ჯიში შორსაა კრიტიკული აზროვნებისაგან. მათ გაზეპირებული აქვთ დაზუთხულ- დაზეპირებილი 250-მდე სიტყვა, რომელთაც დღე და ღამ ატრიალებინებენ წაღმა-უკუღმა და რაც მთავარია და რაც უდიდესი უბედურებაა ქვეყნისათვის ამ გამოთაყვანებულებსაც ზოგს ფულის, ზოგს კი გულწრფელად სჯერათ იმის რასაც თუთიყუშებივით ამეორინებენ;
  4. ეს იდეოლოგიურ ხორცსაკეპში გამოყვანილი მასა პატრონების ხელის აკვრისთანავე მზადაა წავიდეს ყოველგვარი ეროვნულის, ყოველგვარი ტრადიციულის, ყოველგვარი რელიგიური რწმენის წინააღმდეგ. და რაც მთავარია განსაკუთრებული სისასტიკით შეებრძოლოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეროვნულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს. მათი ფიზიკურად განადგურების ჩათვლითაც კი(ამის მკაფიო გამოვლინება ვნახეთ 7-8 მარტის მოვლენების დროს);
  5. დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების საბაბით შექმნილია კრიმინალური ფულით დაფინანსებული ე.წ. ოპოტელევიზიები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმებში ქადაგებენ უზნეობას, ძალადობას ახალისებენ ექსტერმისტებს და მუდმივ დაპირისპირების და უბედურების მოლოდინის რეჟიმში ჰყავთ ადამიანები:

ამ ქმედებათა ნათელი გამოვლინება იყო!

უკრაინაში პოლიციელების მიერ ადამიანის მკვლელობა!
რომლის გამართლებაც უპირობოდ დაიწყეს ამ ჯგუფებმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით და ეს
არის მათი ი დ ე ო ლ ო გ ი უ რ ი თანხვედრა უკრაინის ამჟამინდელ რეჟიმთან!
ამ ფაქტს არ სჭირდება დიდი კვლევა!
იგი მკაფიოდ იყო წარმოჩენილი გასული საუკუნის 20-30-იან წლებში და ცხრა წლის მანძილზე საქართველოში!
მისი სახელი იყო და არის ტროცკიზმი!
დღეს უბრალოდ მსოფლიოს უბნელესი ძალები ახდენენ მის მოდერნიზაციას-მეტი არაფერი!
და ამიტომაც დგას საკითხი ასე – მამულის, ენის, სარწმუნოების საქართველო და მსოფლიო თუ ფულით მოსყიდული თუ გამოტროცკიტებული უსამშობლო, უღმერთო, გაუკუღმართების გზაზე მიმავალი აქაური და საერთოდ კაცობრიობა?”

წერს ედიშერ გვენეტაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება