fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, კიდევ ერთი, სოფელ ზანავის საბავშვო ბაღი შეემატა

საბავშვო ბაღი, რეგიონში ვიზიტით მყოფმა იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ მეუღლესთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ასევე, World Vision-საქართველოს დირექტორმა, სამცხე–ჯავახეთის განვითარების ცენტრის დირექტორმა და თანამშრომლებმა გახსნეს.

სტუმრებმა ადგილობრივებს საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცეს და მისი არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საბავშვო ბაღის მშენებლობა დაფინანსდა იაპონიის საელჩოს, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, World Vision-საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით
პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის ახალი შენობა აშენდა, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები. ასევე, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, სადაც ოთხი სოფლის 100 -მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.
ადგილობრივმა ბიზნესმენმა კახა კახაძემ კი ახლადგახსნილი ბაღის აღსაზრდელებს სათამაშოები შეუძინა.

ადიგენში ვიზიტით მყოფი ელჩი იმამურა აკირა, მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ასევე ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა.

მერმა გოჩა ქიმაძემ, სტუმარს მიმდინარე მასშტაბური პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის დასასრულს, კი მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ და ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება