fbpx

დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ერაყსა და და ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანის განკარგულება გასცეს

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ოფიციალური პირები ელიან, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან და ერაყიდან ჯარის ნაწილის გაყვანის განკარგულებას გასცემს.

CNN– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა მეთაურებისთვის „გამაფრთხილებელი ბრძანება“ გასცა, რაც ავღანეთში დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობის 2500- მდე შემცირების დაგეგმვისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯარის ნაწილის გაყვანა 15 იანვრამდე უნდა განხორციელდეს.

საუბარია ასევე ერაყში ამერიკის სამხედრო კონტიგენტის 2 500 ჯარისკაცამდე შემცირებაზე.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 4 500 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული, ერაყში კი – 3 000.

ოქტომბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, შობამდე თავიანთ სახლებში უნდა იყვნენ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია