fbpx

დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენას
განაგრძობს.
დიღმის მასივის მესამე კვარტალში, ხუთ მისამართზე ასფალტის საფარი ჯამში, 4 055
კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ
ამორტიზებული ასფალტის საფარისა და ბორდიურის დემონტაჟი განახორციელა,
ასევე მოეწყო ტროტუარი.
დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-3, მე-15, მე-16, 29-ე და 38-ე კორპუსებთან
ასფალტის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 153 715 ლარი გამოიყო.
ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ
სი“ განახორციელა.
ანალოგიური ტიპის სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის
მიმდებარედ და მე-5 კვარტლის პირველ ა-სთან მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია