fbpx

,,დინამო სოხუმის,,პასუხი საფეხბურთო ექსპერტ ირაკლი ხვედელიანს

გთავაზობთ “დინამო” სოხუმის საგანგებო განცხადებას საფეხბურთო ექსპერტის ირაკლი ხვედელიანის და ე.წ. “ერთიანი საქართველოს” ინიციტივაზე და განცხადებაზე .

👉 უპირველეს ყოვლისა გვინდა ავღნიშნოთ იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩვენი კლუბი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ქართველებს და აფხაზებს შორის ურთიერთობების დალაგების და შერიგების თვალსაზრისით და ამას ვაკეთებთ არა საჯაროდ!!! რადგან ამ თემებით არაკვალიფიციური მანიპულირება ხელს კი არ შეუწყობს, არამედ შეუშლის მსგავსი პროექტების განხორცილებას

👉 კლუბის პოზიციაა – უნდა შედგეს მსგავსი სახის თამაშები და ჩვენი კლუბი ამაზე მუშაობს! ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ შეთავაზებას ჩავიდეთ აფხაზეთში და ვითამაშოთ მატჩები იქაურ გუნდებთან! და არა პირიქით! აქვე მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ ვერანაირი ე.წ. სოხუმის დინამო ვერ ითამაშებს ვერანაირ ამხანაგურ მატჩს, რადგან ბუნებაში ერთი სოხუმის “დინამო” არსებობს, რომელიც სადღეისოდ ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში, ქალაქ თბილისში და არის სფფ-ს(ფიფა-ს, უეფა-ს) იურიდიული სუბიექტი! ნებისმიერი სეპარატისტული გუნდის თბილისში სტუმრობა, ფიფა-სგან და უეფა-სგან განხილული იქნება ჩვენს მიერ მათ ირიბ აღიარებად და მათგანაც შესაბამისი რეაქცია არ დაახანებს! ჩვენ წლების განმავლობაში ვერთიანდებით ქართული იდეის გარშემო და ვაკეთებთ ქართულ საქმეს! სოხუმის “დინამო” ისტორიულად არის წმინდა ქართული საფეხბურთო კლუბი და ისტორიულადვე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელების მეგობრული თანაცხოვრების შესანიშნავ მაგალითს იძლეოდა ყოველთვის! ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია სოხუმის “დინამო’-ს მიმართ!

იმ ფაქტორის გათვლისწინებით, რომ ტროლების სამჭედლო, ე.წ. “ერთიანი საქართველო”, წლების განმავლობაში ახდენდა ჩვენი კლუბის დისკრედიტაციას, პირად მიმოწერაში, თუ კომენტარებში, როგორც კლუბის ოფიციალურ გვერდზე, ასევე მთავარი მწვრთნელის, დავით თაქთაქიშვილის ფეისბუქ გვერდზე, სადაც ახდენდა ბულინგს, იმ ადამიანების მიმართ, საწინააღმდეგო აზრს ვინც გამოთქვამდა! მაშინ, ჩვენ ეს, მიზეზთა გამო, რეაგირების გარეშე დავტოვეთ!

აღნიშული “ნაშრომი”-ს ავტორი, არის ადამიანი, რომელიც გახლავთ ხსენებული ჯგუფის ინტერესების მატარებელი, რასაც აფიქსირებდა ყველგან და ყოველთვის! ეს გვაფიქრებინებს, რომ კიდევ ერთხელ, ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროვოკაციას და ამის უკან დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები და ცდილობენ თემის ირგვლივ შექმნან პოლიტიკური გარემო! ამ განცხადებებით კლუბს მიადგა დიდი მორალური ზიანი! დღეს დილიდან გვირეკავენ ოკუპირებული ტერიტორიიდან, შინაარს რა თქმა უნდა არ დავწერთ!… კლუბი აცხადებას, რომ ყველა მცდელობას, რომ მოხდეს “დინამო” სოხუმის სახელის დისკრედიტაცია აღკვეთავს! არავის მისცემს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ უფლებას, შებღალოს კლუბის სახელი და ირიბად თუ პირდაპირ წაახალისოს სეპარატიზმი! ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეუქმნას საფრთხე!

ჩვენი კლუბი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრია და შესაბამისად იმყოფება ფიფას და უეფას მიერ აღიარებულ იურისდიქციაში! ვართ 95 წლის მქონე ისტორიული გუნდის სამართალმემკვიდრე! ყველა ამ ფაქტორის გათვლისწინებით, მივმართავთ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამოფარებულია ე.წ. “ერთიანი საქართველოს” უკან – შეეშვან პოლიტიზირების მცდელობას ამ თემის ირგვლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, “დინამო” სოხუმის ინტერესების დასაცავად! “დინამო” სოხუმის არის საქართველო და საქართველოს ღირსების შელახვას არ ვაპატიებთ არავის! #FCDS#აფხაზეთისაქართველოა#სოხუმისაქართველოა#დინამოსოხუმისაქართველოა#რუსეთიოკუპანტია#დიდებაგმირებს

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია