fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: 28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი ძალაში შევა

“გამჭვირვალობის კანონი” ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად გვჭირდება და როგორც ჩანს, ჩვენს ვითომდა მეგობრებს გაუმჭვირვალობა სჭირდებათ ქვეყანაში არეულობის და რევოლუციის მოსაწყობად“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივამა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. დეპუტატის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტო 28 მაისს დაძლეული იქნება, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტი კანონს მიიღებს. „აქვე ვაზუსტებ, რომ ჩვენ “გამჭვირვალობის კანონი” ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად გვჭირდება და როგორც ჩანს, ჩვენს ვითომდა მეგობრებს გაუმჭვირვალობა სჭირდებათ ქვეყანაში არეულობის და რევოლუციის მოსაწყობად. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი ძალაში შევა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუდნაძემ. ხუნდაძე ასევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტის წარდგენას, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება და სანქციებს ითვალისწინებს იმ პირების მიმართ, რომლებიც შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას. ხუნდაძის თქმით, რამდენად სამართლიანია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება, ქართველი ხალხი უფრო სამართლიანად განსჯის. “რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, ვფიქრობ, საზოგადოებას უფრო მეტი საშუალება აქვს განსაჯოს, მაგალითად, რამდენად ობიექტურია, რომ კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, დასავლეთში თავისუფლად დასეირნობს, ხოლო, ადეიშვილს, რომელმაც მწამებლური რეჟიმი შექმნა, მას ევროსტრუქტურებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ხვდებიან, ამ დროს კი საქართველოში, სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის, დეპუტატები და მისი ოჯახის წევრები უნდა დასანქცირდნენ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება