fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცმოძრაობა“ და მის გარშემო არსებული დიდი თუ პატარა ასოცირებული წევრები რომ მუდმივად არ იყოს ქვეყნის პრობლემა, მათ სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი

რომელიც მთავარ გზამკვლევად ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას არ ირჩევს, ომში ექაჩება ქვეყანას და ამართლებს მიხეილს სააკაშვილისა თუ მისი პარტიის ქმედებას, რა თქმა უნდა, თანამონაწილენი არიან დანაშაულის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა არამხოლოდ დანაშაულის ჩამდენს, არამედ ხელშემწყობსაც და იმასაც ეკისრება, ვინც ფარავს დანაშაულს. როდესაც ერთი კაბინეტიდან მართული მთელი ეს სტრუქტურა ემსახურება ერთ მიზანს, რა თქმა უნდა თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა იქნება. „ქართულმა ოცნებამ“, ძალიან ბევრი გააკეთა, იგივე ჰააგის სასამართლოში და სტრასბურგში, როდესაც საქართველოს პოზიციები გაამყარეს. დღეს არ არის საკმარისი, რომ მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი, ის რომ ექსპრეზიდენტი არის საპყრობილეში (თუმცა ის ციხეშიც არაა, ოროთახიან ლუქსპალატაშია წამოწოლილი) მათი სამზადისი, საარჩევნო ქრონიკა იქნება იგივე – თავიდან ატეხავენ ამბავს, რომ მმართველ გუნდს დაამარცხებენ და ბოლოს ქუჩაში აღმოჩნდებიან მარტო. საზოგადოება მათთან არ დგას და ამბობენ, რომ არჩევნები გაუყალბეს. „ნაცმოძრაობა“ და მის გარშემო დიდი თუ პატარა ასოცირებული წევრები რომ მუდმივად არ იყოს ქვეყნის პრობლემა, მათ სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი. არამხოლოდ პიროვნებებმა, არამედ პარტიაც უნდა გასამართლდეს. გინდ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაარქვით და გინდ „ლელო“, აბსოლუტურად არაფერი სხვაობა არ არის მათში. ის, რომელიც მთავარ გზამკვლევად ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას არ ირჩევს, ომში ექაჩება ქვეყანას და ამართლებს მიხეილს სააკაშვილისა თუ მისი პარტიის ქმედებას, რა თქმა უნდა, თანამონაწილენი არიან ამ დანაშაულის“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება