fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წლის იუბილეს!

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის იუბილეს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე მის ღვაწლს გაუშვა ხაზი.

“ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წლის იუბილეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და სულიერების სათავეში დიდხანს ყოფნას.
უდიდესია მისი ღვაწლი სასულიერო და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას, ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ.
ბედნიერია ჩვენი თაობა იმით, რომ თითოეული ჩვენთაგანი მისი მოღვაწეობის უშუალო თანამონაწილე ვართ,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება