საბურთალოს რაიონში, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში 21-ე კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა.პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 600 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ასევე, მოეწყო სტრიტბოლის მოედანი.აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მშენსერვისი 55“ შეასრულა.დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და თბილისის საკრებულოს წევრი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.