fbpx

დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, საბავშვო ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტიციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 000 000 ლარია.„პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყობა სატრენაჟორო დასაბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი სისტემა“, – განაცხადა კახაკალაძემ.თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის გამწვანების მიმართულებაზე, რომლის ფარგლებში, არაერთი პროექტი მიმდინარეობს. მისი თქმით, გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000კვადრატულ მეტრ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება