fbpx

დიდუბეში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბეში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური
გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ფიფიების ქუჩა N8ბ-ში, გორის ქუჩა N4-სა და
თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე სახლებს სრული გამაგრება უტარდება.
სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე სარდაფებში მიწის სამუშაოები
სრულდება, საძირკველი რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია
ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„დიდუბის რაიონში ერთდროულად 43 ინფრასტრუქტურული პროექტი
ხორციელდება, მათ შორისაა მწვავედ ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები,
რომელიც აქტიურ ფაზაშია. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მოსახლეობის ყველა
საჭიროება დავაკმაყოფილოთ და წვლილი შევიტანოთ ამხანაგობების მოწესრიგებასა
და განვითარებაში“, – განაცხადა მამუკა ვეკუამ.
აღნიშნული პროექტისთვის დიდუბის გამგეობის ბიუჯეტიდან 777 770 ლარი
გამოიყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია