fbpx

დიდი ხანია, მისი მოსატყუებელი კბილი მოვიცვალეთ – მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის წასვლაზე

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის გამოსამშვიდობებელ წერილს ეხმიანება-ამდენი წელია არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს. ის მართლაც წავა, მას მოუხდება წასვლა და მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქათველი ხალხისთვის, რომელმაც ის დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით, მიუხედავად მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყალბებისა და მოუხდება გადაცემა ხელისუფლების ოპოზიციური კოალიციისთვის. 

ასევე, მას მოუნდება ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ქონეის დაბრუნება ქართველი ხალხისთვის. ეს ქონება ეკუთვნის საქართველოს, ეს ქონება არის ბოლო 8 წლის ძარცვისა და თქვენი დამცირების შედეგად მოპოვებული. საქართველოს ეკონომიკა არის განადგურებული, ქართული ოჯახები არის ფეხქვეშ გათელილი და ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს და ეს ასე მოხდება. 

ჩვენ მისი მოსატყუებელი კბილი კბილი დიდიხანია მოვიცვალეთ, ჩვენ არავინ არ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავუფლდება ამ ურჩხულის მარწუხებისგან. ყველაფერი კარგად იქნება, ძალა ერთობაშია. აბა თქვენ იცით! “, – ასე ასრულებს მიმართვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.  

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება