fbpx

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს – ირაკლი ღარიბაშვილი

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ამ გმირი კაცის ოჯახს. დედას, მამას, მის მეუღლეს და შვილებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში ზაზა გახელიძის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

„მადლობა ზაზას, ამ გმირ კაცს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებულები. ამ თვეების განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა თავისუფალია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ამ გმირი კაცის ოჯახს. დედას, მამას, მის მეუღლეს და შვილებს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.  მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება