fbpx

დიახ, პრემიებს ვაძლევ პოლიციელებს და უფრო მეტს მივცემ-ვახტანგ გომელაური

ვახტან გომელაური,შინაგან საქმეთა მინისტრი-კიდევ ბევრი მანქანა უნდა შევიძინოთ, ყველაზე დიდი სამინისტრო ვართ, 30 მანქანა „ზღვაში წვეთია“. არ შეიძლება, პოლიციელმა ფეხით ჩაატაროს ღამით შემოვლები. დაკავების დროს დამნაშავეს უკაცრავად, ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანა გვჭირდება, აქედან გამომდინარე, მანქანები განვაახლეთ. კიდევ უნდა ვიყიდოთ, არა 30, არამედ ასობით მანქანა, რომ ჩვენმა პოლიციელებმა კომფორტულად შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობა. პოლიციელს სჭირდება ფორმა, მანქანა, შეიარაღება. აქედან გამომდინარე, ბევრი კითხვაა ხოლმე, ამდენი პრემია რაში იხარჯება, დიახ, პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ, იქედან გამომდინარე, რომ თითქმის გაორმაგებულიაა ჩვენი დატვირთვა. ერთ-ერთი მთავარი თემა კრიმინალია, თუმცა მეორე თემა პანდემიასთან ბრძოლაა და ჩვენი თანამშრომლები თითქმის ყოველდღე მუშაობენ, დღე და ღამ გარეთ არიან, აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს ვახალისებთ“,-განაცხადა გომელაურმა

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია