fbpx

დიანა მეუღლის გადადგომასაც ითხოვს თუ მხოლოდ სხვებმა უნდა აიღონ ე.წ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა?-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:“ერთი ,,უხერხული” შეკითხვა მაქვს პატივცემულ საზოგადოებასთან. არავითარი პირადული, უბრალოდ მაინტერესებს:5 ივლისის შემდეგ ზონდერჟჟჟუუურრრრნალისტები დეპუტატებს და თანამდებობის პირებს გაცოფებულები დასდევენ, არ გრცხვენიათო?! უხერხულობას არ გრძნობთო?! შვილებს თვალებში როგორ უნდა ჩახედოთო?

ოჯახის წევრებს რა ნამუსით უყურებთო?!ძალიან ცუდ რაღაცებს კადრულობენ ე.წ. ჟურნალისტები!მსგავს შეკითხვებს ყოველდღე სვამს დიანა ტრაპაიძეც. მართალია, ის არ დასდევს ,,ქართული ოცნების” წევრებს, მაგრამ სტუდიიდანაც იგივეს აკეთებს.ყოველივე ამის შემდეგ ამოცანა გვეკითხება: როგორ და რანაირად ხდება, რომ ქალბატონი დიანა დღეში 99-ჯერ ითხოვს მთავრობის გადადგომას, ხოლო მისი მეუღლე (ჯონი კალანდაძე) თავს მშვიდად გრძნობს ინფრასტრუქტურის სამინისტროში?კიდევ ვიმეორებ, არავითარი პირადული, უბრალოდ საზოგადოებასაც აინტერესებს, მთავრობა რომ გადადგეს, დიანას მეუღლეს არაფერი მოუვა?

ნეტაი, დიანა მეუღლის გადადგომასაც ითხოვს თუ მხოლოდ სხვებმა უნდა აიღონ ე.წ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა?რავი, მე არ მესმის ეგეთი ორმაგი თამაში და… თქვენ გესმით? იქნებ ამაშია მთელი მუღამი?!” – წერს ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება