fbpx



,,დელტაში,, ვაკეთებთ საშვილიშვილო პროექტს, რომელსაც დავუტოვებ ჯარს-ირაკლი ღარიბაშვილი

დელტას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო სათანადოდ გამოყენებული. ჩემი ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამხედრო მრეწველობის აღდგენა, აღორძინება. ჩვენ, ახლა უკვე ჩემი დავალებით, დავიწყეთ მუშაობა ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბართმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე.

ჩემი დაპირება, რომელიც იყო ვაზნების საწარმოს ქარხნის მშენებლობა, ეს მიმდინარე პროცესია. ეს არის საკმაოდ რთული პროექტი. ეს იქნება გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტი, რომელსაც დავუტოვებ ჯარს. ეს უნდა იყოს ტყვია-წამლის, ვაზნების წარმოების სრული ციკლი.
მე შემეძლო ძალიან მარტივად, საჩვენებლად გამეკეთებინა ძალიან პატარა ზომის ასაწყობი ქარხანა, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე შეგნებულად, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხელწერა. მე არ ვაკეთებ საქმეს იმისთვის, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას ან უბრალოდ საჩვენებელი მოდელები გავაკეთო. მე ვაკეთებ საფუძვლიანად საქმეს და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილს ყოველთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ხელწერა.

ირაკლი ღარიბაშვილი

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია