fbpx

დედას ყოველთვის ვუსმენ და ეს რჩევები ყოველთვის ფასეულია-ირაკლი კობახიძე

ყოველთვის ვუსმენ და ეს რჩევები ყოველთვის ფასეულია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ დედაზე საუბრისას განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა როლი უჭირავს დედას მის ცხოვრებაში.

„აკადემიურ ოჯახში გავიზარდე. ბაბუა პროფესორი, ბებია თსუ-ში დეკანი იყო. დედაც აკადემიურ საქმიანობაში იყო ჩართული. ძალიან მშრომელი ადამიანია და ძალიან მიზანდასახული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ეს დღესაც ასე გრძელდება.

„ზოგადად, ბევრ რაღაცაში იყო ჩართული. რაღაცებს მაძალებდა. მაგალითად, რაღაც მომენტში ინგლისურის სწავლა არ მინდოდა და დედამ დამაძალა, რომ დამეწყო სწავლა. ანუ, ეს იყო მესამე უცხო ენა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი განათლების კუთხით ძალიან გამომადგა. როდესაც პროფესიულ საქმიანობაზე იყო საუბარი, იქაც რჩევას დედასაც და მამასაც ვეკითხებოდი. ყოველთვის ვუსმენ და ეს რჩევები ყოველთვის ფასეულია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება