fbpx

დაჩი ბერაია რატი ბრეგაძეს: როდის გეგმავთ პატიმარი სააკაშვილი დაუბრუნდეს იმ ადგილს, სადაც ის კანონით უნდა იყოს – პენიტენციურ დაწესებულებას

მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრის მოსმენისას, “ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ რატი ბრეგაძეს დაუსვა კითხვა მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

“ჩემი კითხვა შეეხება პატიმარ სააკაშვილს. მე მოვისმინე მინისტრის განცხადება, სადაც მან მსჯავრდებულის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა. ჩემი შეკითხვა იქნება – ამ გაუმჯობესების ფონზე, როდის გეგმავთ პატიმარი სააკაშვილი დაუბრუნდეს იმ ადგილს, სადაც ის კანონით უნდა იყოს – პენიტენციურ დაწესებულებას ვგულისხმობ.” – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

მის კითხვაზე პასუხად იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია.

“რაც შეეხება ბატონი ბერაიას კითხვას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ეწევა სააკაშვილს, გადაყვანილი იქნება თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი – როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში იმიტომ, რომ საქართველოში მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება