fbpx



დანიის ელჩის გან­ცხა­დე­ბა ­სიურპრი­ზი იყო და მას სა­მი­ნის­ტროს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე არ ჰქო­ნია-დავით ზალკანიანი

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, და­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ გიგი გი­გი­ა­ძეს ჯერ სა­მი­ნის­ტროს­თან უნდა გა­ერ­კვია, რა ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გან­ცხა­დე­ბა შემ­დეგ გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

რო­გორც სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, გიგი გი­გი­ძის გან­ცხა­დე­ბა მის­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო და მას სა­მი­ნის­ტროს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე არ ჰქო­ნია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ვი­ხი­ლეთ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოკ­ვე­თილ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ეს რა თქმა უნდა, ნამ­დვი­ლად ჩემ­თვი­საც პი­რა­დად და სა­მი­ნის­ტროს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ემო­ცი­უ­რად რთუ­ლად აღ­საქ­მე­ლი იყო და ყვე­ლა ვწუხ­ვართ, რომ სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია ამ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. მინ­და გა­მოვ­თქვა იმე­დი, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრცეს­ში ყვე­ლა იმ არ­სე­ბულ კი­თხვას, რო­მე­ლიც მის მი­მართ არ­სე­ბობს, გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რია ეს ჩემ­თვის – მე 28 წე­ლია ამ სის­ტე­მის ნა­წი­ლი ვარ. ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობს, კარ­გად ვიც­ნობ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, მათი უფ­ლე­ბე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ელ­ჩის მხრი­დან გა­კე­თე­ბულ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, მეც გა­მიკ­ვირ­და, რად­გა­ნაც იცით თქვენ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლე­გი­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ელ­ჩის პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა ის აკე­თებს რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბას, მი­თუ­მე­ტეს ასეთ უაღ­რე­სად მგრძნო­ბი­ა­რე თე­მა­ზე, მას უნდა და­ე­რე­კა, ეკი­თხა ჩვენ­თვის რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, რას­თან გვაქვს საქ­მე?! ჩემ­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო ეს გან­ცხა­დე­ბა. ასე­თი ზარი არ შე­მო­სუ­ლა. თუ არ ვცდე­ბი, „ფე­ის­ბუქ“ პოს­ტის სა­ხით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეს და მისი ერ­თგვა­რი ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო კო­ლე­გის მი­მართ. არ მქო­ნია მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ გვექ­ნე­ბა და მი­ე­წო­დე­ბა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რაც გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია. ვინ თუ არა პირ­ველ რიგ­ში მე ვწუხ­ვარ ამ ფაქ­ტზე. ვფიქ­რობ, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა კი­თხვას გას­ცემს შე­სა­ბა­მის პა­სუხს“, – გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი და­ნი­ა­ში, გიგი გი­გი­ა­ძე და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლო – აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლი­მი­ტა­ცია – დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, ივე­რი მე­ლაშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს. რო­გორც გი­გი­ა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი პატ­რი­ო­ტი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექ­სპერ­ტია.

„სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ ივე­რი მე­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც პი­რა­დად ვიც­ნობ 1997 წლი­დან და მი­მაჩ­ნია, რომ ის არის სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მორ­ჩე­უ­ლი პატ­რი­ო­ტი, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცე­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და შე­უც­ვლე­ლი ექ­სპერ­ტი. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი და საღ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია, რომ ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც მი­ჭირს. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ეს და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა არ­სე­ბულ კი­თხვას ამომ­წუ­რავ პა­სუხს გას­ცემს და სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა”, – წერს გიგი გი­გი­ა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია