fbpx

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილმა ევროპელი კოლეგებისგან მისალოცი წერილები მიიღო

ევროპის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება ილია დარჩიაშვილის ულოცავს უნგრელი კოლეგა, პიტერ სიიარტო. „ბოლო წლებში ჩვენმა ორმხრივმა ურთიერთობამ უპრეცედენტო სიმაღლეს მიაღწია და თანამშროლობის ახალი სფეროები მოიცვა. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს შორის არსებული აქტიური დიალოგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მრავალმხრივი პარტნიორობის  განვითარებას “ – ნათქვამია მისალოც წერილში. წერილში პიტერ სიიარტო ადასტურებს უნგრეთის მზადყოფნას განაგრძოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პერიოდში.

ქართველ კოლეგას მისალოც წერილს უგზავნის რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუმინიტა ოდობესკუ.  „მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ევროკავშირის დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები, კანონის უზენაესობა და ფუნადამენტური უფლებების პატივისცემა  უმნიშვნელოვანესია საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად და კეთილდღეობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის სიმტკიცის გარანტს წარმოადგენს“ – ნათქვამია  ლუმინიტა ოდობესკუს წერილში. რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ადასტურებს რუმინეთის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს უსაფრთხო, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მშენებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  სლოვაკეთის სააგრეო უწყების ხელმძღვანელი, იურაი ბლანარი. “სლოვაკეთსა და საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ,  ვადასტურებ თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას სხვადასხვა მიმართულებით.“ – წერს ილია დარჩიაშვილს სლოვაკი კოლეგა. ამასთან, წერილში აღნიშნულია რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით და ამ მხრივ, საკუთარი გამოცდილების გაზიარების მზაობას გამოთქვამს. მისალოც წერილში, იურაი ბლანარი კიდევ ერთხელ ადასტურებს სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ასევე ულოცავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი. ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში, იან ლიპავსკი აღნიშნავს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ასრებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრამვების იმედის გამოთქვამს. „ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმართულ ძალისხმევას, ნება მომეცით კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“ – აღნშინულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება