fbpx



დაინფიცირებული რუსთაველი ქალი ბოდიშს უხდის საზოგადოებას-მიიღეთ ჩემი წერილი ღია აღსარებად და უმორჩილესად გთხოვთ, მომიტევოთ.

ძვირფასო რუსთაველებო!

მესამე დღეა სიტყვებს ვეძებ რომ ბოდიში მოგიხადოთ საზოგადოებას და თითოეულ რუსთაველს შექმნილი მდგომრეობის გამო. მერწმუნეთ წარმოუდგენელია ის სინანული, სასოწარკვეთა, რასაც ამ წუთას განვიცდი. მოგმართავთ ყველას და შენდობას მოვითხოვ თითოეული ჩემი თანამოქალაქისგან. პირველ რიგში გთხოვთ, ჩემი სათქმელი მიიღოთ როგორც დედისგან, მეუღლისგან, ბებიისგან, რომლის გაუმართლებლი წინდაუხედავობით საფრთხეში ჩავაყენე საკუთარი ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. ისინი დღეს ამ დაავადებას ებრძვიან ჩემთან ერთად. განსაკუთრებით ძნელია იმ აგრესიის და სიძულვილის მოსმენა, რომელიც არა ჩემი, არამედ ჩემი შვილისადმი აქვს საზოგადოებას მიმართული. სწორედ ჩემი გაუმართლებელი წინდაუხედავობის გამო დღეს მისი სახელი ლაფში ისვრება და ეს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ჩვენი ოჯახის ყოფას ამ მძიმე წუთებში. იგი ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა და ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც მას იცნობს. ჩემთან სახლში მოდიოდა, რომ ონკოლოგიურად ავადმყოფ მამას წამლების მიღებაში დახმარებოდა, რადგან ამას მე ფიზიკურად ვერ ვახერხებდი. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა არსებული საფრთხის შესახებ, თორემ საკუთარ მრავალშვილიან ოჯახს განგებ არ ჩააყენებდა ამ განსაცდელში. დღეს მისი შვილიც ამ დაავადებას ებრძვის. 
მტრული აგრესიის ნაცვლად, გთხოვთ, მხარდაჭერა და გამხნევება გამოხატოთ მის მიმართ. ეს დღეს მას ძალიან სჭირდება.

მიიღეთ ჩემი წერილი ღია აღსარებად და უმორჩილესად გთხოვთ, მომიტევოთ.

მაგალითად მიიღეთ ჩემი შემთხვევა, გაუფრთხილდით ახლობლებს, დარჩით სახლში და უფალი გფარავდეთ ყველას. წყარო ,,ინფო რუსთავი,,

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია