fbpx

„დაივიწყეთ აფხაზეთი!“-ასე მოგვმართა რუსლან აბაშიძემ-ირინა ქეცბა

რუსლან აბაშიძე: – „დაივიწყეთ აფხაზეთი!“საქართველოს მთავრობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსასეთი მოწოდებით მომართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ სსიპ `სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ (ცენტრი ლიკვიდირებულია აბაშიძის ბრძანებით) ყოფილ ხელმძღვანელს ირინე ქეცბას.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უნდა იყოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი წარმმართველი, ინიციატორი, დევნილების იმედი და მათი მხარდამჭერი, თუმცა, რომელ მხარაჭერაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს ეს პრობლემა არც კი ახსოვს, ის სულ სხვა შავბნელი საქმეებითაა დაკავებული – სტრუქტურული ერთეულებიდან, პროფესიონალი კადრების დათხოვნითა და თავისი ოჯახის ახლობლებით ჩანაცვლებით და, რაც `მთავარია”, გულწრფელად მოგვიწოდებს: `დაივიწყეთ აფხაზეთი“, რითაც აფხაზეთიდან დევნილებს გვიკლავს მშობლიურ კუთხეში დაბრუნების იმედს, ამ სიტყვებით ის ნათლად ადასტურებს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს გააკეთებს. გვიჩნდება კითხვა: რატომ უნდა წარმოადგენდეს აფხაზეთიდან დევნილებს ასეთი განწყობის ადამინი?! რატომ უნდა იღებდეს მონაწილეობას ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე?! თუ ვინმეს გაქვთ ამაზე პასუხი, დიდი ინტერესით მოგისმენდით.აბაშიძის თავმჯდომარეობის პერიოდში ფინანსურ დარღვევებზე არაერთი წერილი გამოქვეყნებულა პრესასა თუ სოციალურ ქსელში, რომელმაც ასევე, ასახვა ჰპოვა ფინანსური აუდიტის დასკვნაშიც, მაგრამ მერე რა?! არაფერი, `წერე და იკითხე“, აბაშიძე თავისი ავადმყოფური ახირებების შესაბამისად, თამამად განაგრძობს შავბნელ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო საფინანსო აუდიტის დასკვნა ეხება აბაშიძის მოღვაწეობის დაახლოებით პირველ 6–8 თვეს და გაჯერებულია არასწორი ფინანსური ხარჯვების ფაქტებით, ძნელი წარმოსადგენი არაა, მომდევნო აუდიტორული შემოწმებისას, რომელმაც უნდა მოიცვას მისი „მოღვაწეობის“ შემდგომი პერიოდი, აუდიტის თანამშრომლებს რაოდენ `მსუყე მასალა“ შეიძლება დახვდეთ აბაშიძის `ახლო-მახლო“. მე მოვიპოვე ინფორმაცია, რომ „TBILISI HILLS GOLF&RESIDENCES-ის ხელმძღვანელობა რუსლან აბაშიძეს ბრალს სდებდა დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში. 2018 წლის აპრილამდე აბაშიძე სწორედ აღნიშნული კომპანიის დირექტორი გახლდათ და თანამდებობა მას იძულებით დაატოვებინეს. ამ საქმეზე ბიზნესმენის მიერ რუსლან აბაშიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. (https:// commersant.ge/4 დეკემბერი, 2019 წ.).ცნობილია, რომ დღეს, დევნილების ნაწილი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს, რაც აბაშიძეს არ ადარდებს, ან ამისთვის სცალია? სწორედ ამიტომაც თავმჯდომარე ვერ მიდის დევნილებთან შეხვედრებზე, ან თუ მაინც გაბედავს მათთან მისვლას, ეს არის წინასწარ საგულდაგულოდ შემზადებული დევნილთა ჯგუფები. მას სათქმელი არაფერი აქვს დევნილებისათვის, გარდა სიტყვებისა „დაივიწყეთ აფხაზეთი!“აფხაზეთიდან დევნილები მრავალი „ეპითეტით“ ამკობენ თავმჯდომარეს, მაგრამ უმთავრესია `მოღალატე“, რაც დავით-გარეჯის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის დოკუმენტზე ხელმოწერას გულისხმობს. (ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და იმედია ძაან მალე დაადგენს მართალსა და დამნაშავეს). ვფიქრობთ, ეს ადამიანი დიდი სიამოვნებით მოაწერს ხელს აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების დოკუმენტზეც, თუ რა თქმა უნდა, მისი პირადი ინტერესები იქნება გათვალისწინებული.აბაშიძემ დაანგრია და საბოლოოდ გაანადგურებს აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტუქტურებს, მისი, თვითნებობა ადამიანურობის ვერანაირ ჩარჩოებში ვერ ჯდება. მაგალითად, ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც თხუთმეტი დღით ადრე, მან გამოაცხადა აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტრუქტურების რეორგანიზაცია (განვიხილავ ამ აქტს, როგორც საბოტაჟს საქართველოს მმართველი გუნდის წინააღმდეგ). წინასაახალწლოდ, 30 დეკემბერს, ის კვლავ გამოსცემს რეორგანიზაციის განკარგულებას. მისივე მითითებით, სსიპ. „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის“ შემოქმედებითმა კოლექტივმა ვერ მიიღო 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის სახელფასო ანაზღაურება, ანუ წინასაახალწლოდ როგორც იტყვიან „მშრალზე დატოვა“ ისინი. ყველა, ვინც კი მოითხოვა მიზეზი და არგუმენტი უწყვეტი რეორგანიზაციის პროცესისა და ხელფასების დაკავებისა, დღეისათვის გათავისუფლებული არიან თანამდებობებიდან. ახალი წლის წინა დღეს, აბაშიძე თანამდებობიდან ათავისუფლებს, ამავე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს ლევან ღვინჯილიას. როგორც ვხედავთ, თანამშრომლებისათვის `საახალწლო საჩუქრები“ არ დაიშურა აბაშიძემ. ამ უკანასკნელ ფაქტს შეეხო საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე: – „აი რა ნაძირალა არაკაცი უნდა იყო, რომ 70 წელს მიღწეული დამსახურებული პროფესიონალი ახალი წლის წინა დღეს მოხსნა სამსახურიდან? რუსლან აბაშიძე – გაუნათლებელი, გაყოყლოჩინებული ხეპრე, რომელმაც ყველასათვის ცნობილი გზებით მიაღწია თანამდებობას, ბედავს და 30 დეკემბერს წერს ბრძანებას ლევან ღვინჯილიას გათავისუფლებაზე, ადამიანისა, რომელსაც აუწონავი ღვაწლი აქვს გაწეული ქართული ხალხური შემოქმედების და არა მარტო, შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და მის მაგივრად მოჰყავს თავისი ახლობელი, სრულიად შეუფერებელი ამ საქმისათვის. ეს არის სამარცხვინო ნეპოტიზმი და ადამიანის ღირსების მასხრად აგდება.“ (error. Hyperlink reference not valid. 31 დეკემბერი, 2020 წ.).მიუხევადად ყველაფრისა, ცენტრალური ხელისუფლება, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია დუმს, არანაირი ქმედითი რეაგირება. მანამ კი, აბაშიძე იკმაყოფილებს თავის მიზნებსა და სისტემის განადგურებისაკენ მიმართულ სურვილებს. თუ ვინმემ გაბედა და მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, სთხოვა გადაწყვეტილებების მიზნის ახსნა, სასწრაფო წესით თანამდებობებიდან ათავისუფლებს მათ.მე, აფხაზი ქალბატონი, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 350 000 საქართველოს მოქალაქე, ამჟამად ვიმყოფები დევნილობაში, ვცხოვრობ თბილისში და დიდი იმედი მაქვს, რომ მოვესწრები მშობლიურ კუთხეში – აფხაზეთში, დაბრუნებას, სადაც, აბაშიძისგან განსხვავებით, ბევრი მონატრებული ნათესავი და მეგობარი მელოდება და ამ დროს მესმის „დაივიწყეთ აფხაზეთი!“, ეს სიტყვები უდიდეს ტკივილს მაყენებს და ვისურვებდი, აფხაზეთის ა/რ მთავრობას მსგავსი განწყობის ადამიანი არ ხელმძღვანელობდეს, მე უნდობლობას ვუცხადებ მას, და ჩემს ირგვლივ დევნილთა დიდ უმრავლესობაში, საახლობლოშიც, ნაცნობებშიც, მათ შორის აფხაზი ეროვნების დევნილებშიც დამერწმუნეთ ანალოგიური განწყობაა. აბაშიძის ე.წ. „მოღვაწეობაზე“ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, თუმცა ისიც ვიცით, რომ მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი დევნილი საზოგადოებისთვის ბევრ ახალს ვერ ვიტყვით, რადგან ყველამ ყველაფერი იცის, იცის და მერე რა?!. აბაშიძე თავს კომფორტულად გრძნობს და ტკბება აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების რღვევისა და შიმშილისათვის განწირული, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებული პროფესიონალი, აწ უკვე ყოფილი თანამშრომლების ცქერით.მივმართავ საქართველოს მთავრობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს (რომელმაც მიიღო ისეთი კონსტიტუცია, რომლითაც რ. აბაშიძეს ერთპიროვნულად მისცა უფლება აკეთოს ის რაც უნდა და რაც მოესურვება, ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში), მოახდინონ აბაშიძის „საქმიანობაზე“ რეაგირება. დაევალოს შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყონ აფხაზეთის მთავრობისა და მას დაქვემდებარებული სტრუქტურების ფინანსურ ოპერაციებთნ დაკავშირებული საკითხების შემოწმება, რათა ერთხელ და სამუდამოდ „თეთრს დაერქვას თეთრი, შავს კი შავი“.ირინე ქეცბა წყარო ,,საერთო გაზეთი,,

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია