მიხეილ ყაველაშვილი არის საქართველოს პატრიოტი, პიროვნება რომელმაც ზუსტად იცის რას ნიშნავს ნამდვილი დასავლური ღირებულებები, მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას. ჩიხელიძის განცხადებით, საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყანას და არა სხვა ქვეყნის ინტერესებს, როგორც ამას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. „ვულოცავ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლები, რომელიც დაიცავს საქართველოს და არა სხვა ქვეყნის ინტერესებს, როგორც ამას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. მიხეილ ყაველაშვილი არის საქართველოს პატრიოტი, პიროვნება რომელმაც ზუსტად იცის რას ნიშნავს ნამდვილი დასავლური ღირებულებები, მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება. დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი მანდატის ფარგლებში, დიდ სამუშაოს გასწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა ეროვნული ინტერესების დაცვით,“- წერს დავით ჩიხელიძე.