fbpx

დავით ქართველიშვილი: რას უპირისპირებს “ნაცსექტა” მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირებებს? “ცვილის ფიგურების” კონტრარგუმენტები, მათივე ტროლ-ბოტების საუკეთესო ტრადიციებში “სმაილებით” შეგვიძლია ავსახოთ

რას უპირისპირებს ნაცსექტა მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირებებს? “ცვილის ფიგურების” კონტრარგუმენტები, მათივე ტროლ-ბოტების საუკეთესო ტრადიციებში – “სმაილებით” შეგვიძლია ავსახოთ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მმართველი პარტიის თითოეულ დაპირებაზე, “ცვილის ფიგურებს” რადიკალური ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ და ეს სიცილის “სმაილებია”. “ქართული ოცნება” – ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, გარედან თუ შიგნიდან გამომდინარე მილიტარისტული ზრახვების მაქსიმალური განეიტრალება “ცვილის ფიგურები” – “ქართული ოცნება” – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობით ომის დამარცხება, კონსტიტუციაში ახალი სახელმწიფოებრივი კონფიგურაციის ამსახველი ცვლილებების შეტანა “ცვილის ფიგურები” – “ქართული ოცნება” – ქვეყნის მნიშვნელოვან საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ პროექტებში მაქსიმალური ჩართვა, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა “ცვილის ფიგურები” – “ქართული ოცნება” – მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ერის საბაზისო ღირებულებების დაცვით, ყოველგვარი დამაზიანებელი კომპრომისების გარეშე, შესაბამის ღირსეულ, ევროპულ და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულ ევროკავშირში გაერთიანება “ცვილის ფიგურები” – “ქართული ოცნება” – სამშობლო, რწმენა, ოჯახი “ცვილის ფიგურები” – “ქართული ოცნება” – LGBTQ+ პროპაგანდის აკრძალვა საკონსტიტუციო დონეზე “ცვილის ფიგურები” – “ქართული ოცნება” – ნაცსექტაზე “ნიურნბერგის” პოლიტიკური სასამართლოს ჩატარება, ქვეყნის ეროვნული, სარწმუნოებრივი, ეკონომიკური,პოლიტიკური წინსვლისთვის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნის მიზნით “ცვილის ფიგურები” – ამ ორ პროგრამულ მოცემულობას შორის მოუწევს საქართველოს არჩევანის გაკეთება. საქართველოს მომავალი თაობების, დედა-ეკლესიისა და ქართველობის წინაშე იმის ახსნა, თუ რატომ გავაკეთე არჩევანი ამაზე: ” ან მით უმეტეს, თავი რატომ შევიკავე სწორი არჩევანის გაკეთებაზე – საკუთარი ნამუსის წინაშე პრობლემატურად ასახსნელი იქნება.” – წერს ქართველიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება