fbpx

დავით ქართველიშვილი: მცოდნე ადამიანებმა მომაწოდეს აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ეს არის 17-18 ათასი ადამიანი

“როდესაც ევროპის მოედანზე გამოჩნდა special guest star “მეფე ნარიმანი”, როგორც საქართველოს ევროპული სვლის სულიერი ლიდერი, გამოაშკარავდა აქციონერთა ოდენობის უფრო დაკორექტირებული ვარიანტი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი ამით გამოეხმაურა ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას და აღნიშნა, რომ აქციაზე დაახლოებით 17-18 ათასი მოქალაქე იმყოფება.

“სწორედ გამიგეთ – არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა დღეს “პირიქითა” აქციაზე. მთავარია არავინ გაციებულიყო კოკისპირული წვიმის ქვეშ.

მიუხედავად ამისა, მცოდნეებმა მაინც მომაწოდეს რაოდენობა – 17-18 ათასი. როდესაც ევროპის მოედანზე გამოჩნდა special guest star “მეფე ნარიმანი”, როგორც საქართველოს ევროპული სვლის სულიერი ლიდერი, გამოაშკარავდა აქციონერთა ოდენობის უფრო დაკორექტირებული ვარიანტი…”, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება