fbpx

დავით ქართველიშვილი: მოსამართლეების უმეტესობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ღიად აცხადებს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს

“უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომაზე მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ღიად აცხადებს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს.

“ოღონდ პარლამენტის თავმჯდომარის ეს პატივისცემა ყველა მოსამართლეს არ ეკუთვნის. საბედნიეროდ მათ რიცხვში “ცალფეხზე” მდგომი და საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეჭვმიტანილი მოსამართლე იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. მათი უმეტესობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ღიად აცხადებს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს.

უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომაზე მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე. მაშინ საკუთარ კეთილსინდისიერებაში
მხოლოდ ამავე სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა შეიტანეს ეჭვი. სანამ, თუნდაც ეს ორი მოსამართლე გვეყოლება მართლმსაჯულების სივრცეში, ეს იქნება დამატებითი სტიმული და მოტივაცია, ისე წესიერად და კანონმორჩილად ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ბედი მათი გადასაწყვეტი არ გახდეს…”, – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება